პოლონეთის არმია შეიძლება ევროპაში ყველაზე დიდი გახდეს - თავდაცვის მინისტრი
პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ მალე პოლონეთის არმია შეიძლება ევროპაში ყველაზე დიდი გახდეს.
ამის შესახებ მან შაბათს ქალაქ ტორუნში, საზოგადოებრივ და მედია-კულტურის აკადემიაში ლექციის დროს განაცხადა.
"თუ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს ქმედებებს, თუ შევძლებთ მათ დაუბრკოლებლად განხორციელებას შემოდგომის არჩევნების შემდეგ, მაშინ მოკლე დროში პოლონეთის სახმელეთო ჯარები ევროპაში ყველაზე ძლიერი იქნება. დიახ, ჩვენ ამას თანმიმდევრულად განვახორციელებთ. არა იმიტომ, რომ გვსურს ვინმეზე თავდასხმა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს აგრესორის ეფექტურად შეჩერება", - თქვა ბლაშაკმა.
როგორც მან აღნიშნა, პოლონეთმა უნდა გამოიტანოს დასკვნები უკრაინის ომიდან. მისი თქმით, უკვე დღეს პოლონეთის არმიას ტერიტორიულ თავდაცვის ძალებთან ერთად 160 000 ჯარისკაცი ჰყავს.
მანამდე თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია შეიარღებული ძალების 300 000 ჯარისკაცამდე გაზრდა.