პოლონეთმა უკრაინას 200 ტანკი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას საბჭოთა წარმოების 200 ტანკი T-72 და ქვეითებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ათეული ჯავშანმანქანა გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის რადიო ავრცელებს

რადიოს ეთერში საუბრისას პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვოიცეხ სკურკევიჩმა განაცხადა: "პრემიერმინისტრის აპარატის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობამ 7 მილიარდ ზლოტს გადააჭარბა". 

გასული წლებში ცნობილი იყო, რომ პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში სულ 400-მდე T-72-ის ტანკი ჰქონდათ, ამ ტანკების დიდმა ნაწილმა 2019 წელს მოდერნიზაცია გაიარა. 

არსებული ცნობებით პოლონეთმა უკრაინას ის ტანკები მიაწოდა, რომელთაც მოდერნიზაცია ჯერ არ გაუვლია. 

ჯავშანმანქანებისა და ტანკების გარდა, პოლონეთმა უკრაინას ასევე, გადასცა თვითმავალი ჰაუბიცა 2С1, ასევე გრადის ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემები, ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტები, რომლებიც МиГ-29 и Су-27-ის შეიარაღებისთვის გამოიყენება. 

ასევე უკრაინამ მიიღო პოლონური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები და დრონები, ასევე საზენიტო გადასატანი სისტემები და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. 

მსგავსი სიახლეები