'რეფერენდუმების' გამოცხადებას მოსკოვის ბირჟის ინდექსის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების თარიღის გამოცხადებას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.
ამ დროისთვის ინდექსის კლება სავაჭრო დღის გახსნის მომენტთან შედარებით 5%-ს შეადგენს, თუმკა კლების პიკში ინდექსი 10%-ზე მეტით შემცირდა.
დაახლოებით ამდენივე პროცენტით შემცირდა რუსეთის უმსხვილესი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციას. მაგალითად Яндекс -8.6%; ЛУКОЙЛ -8.7%, НОВАТЭК -9.1%; Газпром -6.1%; Интер РАО -6.5%; Роснефти -5.2%.
კონტექსტი
ცოტა ხნის წინ ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთთან მიერთების საკითხზე 'რეფერენდუმის' თარიღი გამოაცხადეს, რომელიც სეპარატისტების თქმით, 23-27 სექტემბერს ჩატარდება.
მალევე ე.წ. რეფერენდუმები გამოაცხადეს რუსმა კოლაბორანტებმა ოკუპირებული ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქშიც.
დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, დენის პუშინილმა უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარების საკითხზე ვლადიმირ პუტინი სატელივიზიო მიმართვასაც გაავრცელებს.