შტუბი: უახლეს ისტორიაში პუტინის აგრესია ყველაზე დიდი სამხედრო მარცხი იქნება

ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე, ვლადიმერ პუტინის სამი ფუნდამენტური შეცდომა დაასახელა. 

შტუბის აზრით, რუსეთის სამხედრო ძალების შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება არის პირველი შეცდომა, რასაც პუტინი ომის დაწყების წინ დაეყრდნო. გარდა ამისა, ალექსანდრე შტუბმა გამოარჩია უკრაინელების სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგობის გაწევის უნარი, რასაც თან ერთვის დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რაც პუტინმა მცდარად შეაფასა. 

"მან [პუტინმა] მიიღო ზუსტად საპირისპირო შედეგი, რასაც ისახავდა"- წერს შტუბი და ჩამონათვალს გვთაზობს:

  1. ევროპული უკრაინია;
  2. გაერთიანებული ევროპა;
  3. ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერება; 
  4. ძალებ აღდგენილი ნატო;
  5. ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრება;
  6. ევროკავშირისა და ნატოს შემდგომი გაფართოვება; 
  7. რუსეთთან ვაჭრობასა და ენერგო დამოკიდებულებაზე ევროპის უარის;
  8. ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ახლო პარტნიორების დაკარგვა; 
  9. ევროპელების და ამერიკელების მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდა;
  10. რუსული ჯარის დამცირება; 

ფინეთის ყოფილ პრეიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ პუტინის აგრესია უახლეს ისტორიაში დარჩება, როგორც უდიდესი სტრატეგიული, ტაქტიკური და სამხედრო მარცხი, რაც გამოწვეულია "ავტორიტარი ლიდერის დაბრამვებით, საკუთარი იმპერიალისტური და რევიზიონისტული ხედვისგან და ისტორიაში საკუთარი ადგილის შესახებ ილუზიით."

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ალექსანდრე შტუბი ფინეთის პოლიტიკაში დაბრუნებას კვლავ აპირებს. ცნობილია, რომ იგი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში, მონაწილეობის მიღებას გეგმავს. 

 

მსგავსი სიახლეები