სიიარტო პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ხუთშაბათს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელზეც დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები 2014 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, აღარ ჩადიან.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა პანელზე - "21-ე საუკუნის ენერგეტიკა: აწმყო, გამოწვევები და შესაძლებლობები მომავლისთვის." პანელზე იქნებიან ენერგეტიკის სფეროს რუსი წარმომადგენლები, ასევე ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი, რომლის ქორწილშიც პუტინმა იცეკვა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მათე პაჩოლაიმ წარსულში Bloomberg-ს დაუდასტურა, რომ სიიარტო ნამდვილად იქნებოდა სანკტ-პეტერბურგში, სადაც ის წარმოადგენდა პოზიციას, რომ "ომი და ხალხის უაზრო მკვლელობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს."

აღსანიშნავია, რომ წელს, ისევე როგორც გასულ წელს, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იგნორირებულია დასავლეთის ქვეყნების თითქმის ყველა ოფიციალური პირის, ექსპერტისა და ბიზნესმენის მიერ.

ამავდროულად, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობაზე უარი თქვეს მოსკოვის მიმართ უფრო ლოიალურად მიჩნეული ქვეყნების წარმომადგენლებმა - ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა და ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ლიდერი მილორად დოდიკი.

მსგავსი სიახლეები