სლოვაკეთი დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს

სლოვაკეთი საომარ მოქმედებებში დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ონლაინ გამოცემა Aktuality ავრცელებს.

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა სააქციო საზოგადოება Construct Defens-მა უკვე გააფორმა უკრაინასთან შესაბამისი ხელშეკრულება. 

სლოვაკეთამდე უკრაინული ტექნიკის შეკეთების შესახებ მზაობა ჩეხეთმა გამოთქვა. არსებული ცნობებით ჩეხეთში უმეტესად დაზიანებული ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გაიგზავნება. 

ჩეხეთი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც უკრაინას მის საკუთრებაში არსებული საბჭოთა წარმოების ტანკები T-72 გადასცა. 

თავის მხრივ სლოვაკეთიც უკრაინის შეიარაღების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. სწორედ სლოვაკეთმა გადასცა უკრაინას ანტი-სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემა C-300. 

მსგავსი სიახლეები