ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 30-მდე ელჩს ათავისუფლებს

უპრეცედენტოდ მასშტაბური საკადრო გადახალისების ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 30-მდე ელჩს და კარიერულ დიპლომატს ათავისუფლებს. 

ვითარების არსი: გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად POLITICO-მ გაავრცელა - მიზანი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ტრამპის ადმინისტრაციის "ამერიკა უპირველესყოვლისა" (America First) მიდგომასთან შესაბამისობაში მოყვანაა. 

  • Washington Post-ის ცნობით, გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის და მათი მწვავე უკმაყოფილების მიზეზი გახდა. 

  • მათი თქმით, გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საელჩოებს მთელი მასშტაბით ლიდერების გარეშე მოუწევთ მუშაობს გაგრძელება, ხოლო გაწვეული ელჩებისთვის ეს პრაქტიკულად პენსიაზე გასვლის ტოლფასია. 

ჩაშლილად: "გამოცდილი დიპლომატების გაუმართლებელი გათავისუფლება საშიში სიგნალია - ეს ჩვენ საჯარო მოსამსახურეებისთვის ნიშნავს, რომ კონსტიტუციის წინაშე დადებულ ფიცი  და ქვეყნის მიმართ ლოიალობა აღარ არის საკმარისი და უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ლოიალობა"- ნათქვამია ამერიკის საგარეო სამსახურის ასოციაციის განცხადებაში. 

  • მეორეს მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედი მაღალჩინოსნები გადაწყვეტილებას სტანდარტულ პრაქტიკას უწოდებენ. 

  • "ელჩი პრეზიდენტის პერსონალური წარმომადგენელია და პრეზიდენტს სრული უფლება აქვს შეაირჩიოს ადამიანები, რომლებიც დააწინაურებენ ამერიკა უპირველესყოვლისა დღის წესრიგს"- ამბობს მაღალჩინოსანი. 

სტრქინობეს შორის: წყაროების ცნობით, გაწვეულმა ელჩებმა მათი მივლინების ადგილები ინვრამდე უნდა დატოვონ - საუბარია ელჩებზე ლათინური ამერიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში. 

  • გათავისუფლებული ელჩების დიდი ნაწილი ორივე ადმინისტრაციის პირობებში მუშაობდა, თუმცა თითოეულმა მათგანმა ბოლო დაწინაურება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მიიღეს. 
  • გაწვეულმა ელჩებმა ახალი პოსტი 90 დღის განმავლობაში უნდა იპოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პენსიაზე უნდა გავიდნენ. 

კონტექსტი: სახელმწიფო დეპარტამენტში მასშტაბური საკადრო ცვლილებები დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან მალევე დაიწყო. 

  • გასულ თვეებში მარკო რუბიოს მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის 1300-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. 

 

მსგავსი სიახლეები