ტრამპმა რასისტული AI ვიდეო გააზიარა, რომელშიც ბარაკ და მიშელ ობამები მაიმუნებად არიან წარმოდგენილნი

დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული რასისტული ვიდეო გააზიარა, რომელშიც ბარაკ და მიშელ ობამები მაიმუნებად არიან წარმოდგენილნი.

ვითარების არსი: ობამების სახის გამოსახულება მოკლე ვიდეოს მიწურულს სულ რამდენიმე წამით ჩნდება - ისინი მიწეპებულია მაიმუნების ტანზე, რის შემდეგაც იწყება ცნობილი სიმღერა მულტიპლიკაციური ფილმიდან "მეფე ლომი" - The Lion Sleeps Tonight.

  • პოსტმა, რომელიც შავკანიანების მაიმუნებთან შედარების ტრადიციულ რასისტულ ელემენტს შეიცავს, უკვე გამოიწვია მოქმედი მაღალი რანგის პოლიტიკოსების აღშფოთება.

მეორე მხარე: ტრამპის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლიუიტმა, უარყოფით გამოხმაურებებს "ყალბი აღშფოთების კამპანია" უწოდა.

  • "ეს ინტერნეტმიმის ფორმაა, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპი გამოსახულია, როგორც ჯუნგლების მეფე, ხოლო დემოკრატი პოლიტიკოსები - 'მეფე ლომის' სხვა პერსონაჟები. გთხოვთ, შეწყვიტოთ ყალბი აღშფოთება და გააშუქოთ მოვლენები, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის", - განაცხადა ლიუიტმა.

ჩაშლილად: ბარაკ და მიშელ ობამებს საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებიათ.

  • ტრამპის ქცევა რასისტულად შეაფასა და დაგმო კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა.

მსგავსი სიახლეები