უკრაინის არმია: დონბასში 9 შეტევა მოვიგერიეთ, გავანადგურეთ 6 ტანკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი აღმოსავლეთ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ყოველდღიურ კრებსს ავრცელებს. 

გაერთიანებული შტაბის ცნობით, 28 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების 9 იერიში. წარმატებული თავდაცვის შედეგად განადგურებულია მტრის 6 ტანკი, 12 ერთეული ჯავშანტექნიკა, 1 საარტილერიო სისტემა. 

გარდა ამისა, უკრაინელმა მებრძოლებმა დონბასის თავზე ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 1 თვითმფრინავი, 1 ფრთოსანი რაკეტა და 12 უპილოტო საფრენი აპარატი. 

უკრაინის ფრონტზე არსებული მგომარეობის შესახებ ისაუბრეს გუშინ პენტაგონის ანონიმურ ბრიფინგზეც. აშშ-ს თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთის წინსვლა დონბასში ნელი და არამდგრადია. 

 

მსგავსი სიახლეები