უკრაინის პორტები დღეს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა ექვსმა გემმა დატოვა

30 აგვისტოს, დილით, უკრაინის პორტები ერთბაშად ექვსმა გემმა სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ფეისბუქზე ავრცელებს.

როგორც სამინისტრომ აღინიშნა, მათ შორისაა გემი Karteria, რომელიც გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ იემენის მოსახლეობის დასახმარებლად არის დაქირავებული.

ექვს გემზე (Seajoy, Lady Zehma, Saffet Aga, Simas, Michalis და Karteria) სულ 183 ათასი ტონა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტია.

"დიდი ოდესის სამი პორტიდან თვეში 100-150 ხომალდის გასვლას უნდა მივაღწიოთ, თვეში 5 მილიონი ტონა ჯამური გამტარუნარიანობით... დღეს, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ დაქირავებული მეორე გემი მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად. უკვე გაგზავნილი. გემ Karteria-ს ბორტზე 37.5 ათასი ტონა ხორბალია იემენისთვის, სადაც ჰუმანიტარული კატასტროფაა. იქ, გაეროს მონაცემებით, 16 მილიონი ადამიანი იტანჯება შიმშილით. ჩვენ გვესმის ჩვენი გლობალური მისია და პასუხისმგებლობა ქვეყნების მიმართ, რომლებსაც უკრაინული საკვები სჭირდებათ", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.

მთლიანობაში, უკრაინის პორტები "მარცვლეულის დერეფნით" 61-მა გემმა დატოვა. მათ ბორტზე დაახლოებით 1.5 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყო.

მსგავსი სიახლეები