FT: მიმდინარე კვირას იგეგმება ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა ვაშინგტონში

ცოტა ხნით ადრე ამერიკაში გაემართა უკრაინული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოს მეთაურობით - პრეზიდენტის ოფისის უფროსის, ანდრეი ერმაკის ცნობით, აღნიშნული ვიზიტის მთავარი თემა საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და შორეული დარტყმების პოტენციალის ზრდა იქნება.

EU შეეცდება რუსული აქტივების გამოყენებაზე კონსენსუსს მომდევნო კვირას მიაღწიოს

ე.წ. რეპარაციული კრედიტები 23 ოქტომბერს ბრიუსელში გასამართი სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება - წყაროების ცნობით, იდეის მომხრეებს იმედი აქვთ, რომ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწევენ, რის შემდეგაც აღმასრულებელი შტო კონკრეტულ მექანიზმზე დაიწყებს მუშაობას.

ზელენსკიმ და ტრამპმა Tomahawk-ების გადაცემა განიხილეს, გადაწყვეტილება უცნობია - Axios

ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ მიმართვაში უკრაინელმა პრეზიდენტმა საუბარს "ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული უწოდა."

ტრამპის თქმით, ჰამასი და ისრაელი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას დათანხმდნენ

"ძალიან ამაყი ვარ გაცნობოთ, რომ ჰამასმა და ისრაელმა უკვე მოაწერეს ხელი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ თითოეული მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება, ხოლო ისრაელი გაიყვანს ჯარებს წინასწარ შეთანხმებულ პოზიციებზე"- წერს ტრამპი.

გულდ-დევისი: ომი ახალ ფაზაში შედის, სადაც დრო შესაძლოა აღარ იყოს რუსეთის მხარეს

ექსპერტის შეფასებით რუსეთის ქცევა ეტაპობრივად უფრო აგრესიული და პროვოკაციული იქნება და ერთადერთი რასაც ამის აღკვეთა შეუძლია ევროპის ერთიანი და მტკიცე პასუხი იქნება, ქმედებებით და არა განცხადებებით.

აშშ და ევროკავშირი ზრდიან წნეხს ბელგიაზე რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე

ევროკავშირი გეგმავს, რომ უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტზე დეკემბრისთვის შეთანხმდეს და პირველ ტრანშებს კიევი უკვე 2026 წლის მეორე კვარტლიდან მიიღებს.

ზალუჟნის გუნდი არჩევნებისთვის საპარლამენტო სიას აყალიბებს – Intelligence Online

ზალუჟნის თქმით, ეს საკითხი აქტუალური გახდება იმ პირობით, როდესაც უკრაინის სახელმწიფოებრიობას არაფერი დაემუქრება.

ზელენსკი: რუსეთი შეიარაღებისთვის დასავლურ კომპონენტებს კვლავ იღებს

მისი თქმით, რუსული ფრთოსანი რაკეტების ოპტოიზოლატორები იაპონიაშია დამზადებული, ხოლო საკომუტაციო კონექტორები – გერმანიაში.

ტრამპის თქმით, უკვე 'თითქმის' გადაწყვიტა უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდება

"დიახ, მნიშვნელოვანი ხარისხით მე თითქმის (Sort Of) ასეთი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ უნდა გავარკვიოთ როგორ გამოიყენებენ ამ რაკეტებს, სად გაგზავნიან. ვფიქრობ ეს კითხვა უნდა დავსვა"- თქვა ამერიკელმა პრეზიდენტმა.