რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე: დაიღუპა მინიმუმ 15 ადამიანი, დაშავდა - 120-ზე მეტი

16 აპრილს, რუსეთი უკრაინას 44 რაკეტითა და 659 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 120-ზე მეტი დაშავდა.

ვითარების არსი: ოდესაზე რუსეთის თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა.

  • ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერი სოციალურ ქსელში დაწერა: "სამწუხაროდ, ოდესაში ღამის დაბომბვის შედეგად დადასტურებულია 9 ადამიანის დაღუპვა, კიდევ 23 ადამიანი დაშავდა... ადგილებზე გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და შედეგების ლიკვიდაცია."
  • მისი თქმით, დარტყმების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლი ხაჯიბეის რაიონში; ასევე, აფეთქების ტალღამ რამდენიმე შენობაში 300-ზე მეტი ფანჯარა ჩაამსხვრია.
  • 16 აპრილი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ჩაშლილად: რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ობიექტი იყო უკრაინის დედაქალაქი კიევიც.

  • 16 აპრილის ღამეს, კიევზე რუსული დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი (მათ შორის ბავშვი) დაიღუპა და 60 კი დაშავდა;
  • გარდა ამისა, დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსული დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 34 - დაშავდა.

დიდი სურათი: უკრაინის საჰერო ძალების ცნობით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 44 რაკეტა და 659 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს; საჰაერო თავდაცვამ შეძლო 667 სამიზნის, მათ შორის 31 რაკეტის განეიტრალება.

  • მათ შორის, ჩამოგდებულია: 19 ფრთოსანი რაკეტა X-101; 8 ბალისტიკური რაკეტა Искандер-М/С-400; 4 ფრთოსანი რაკეტა Искандер-К; 636 Shahed-ის, Гербера-ს, Италмас-ის ტიპის და სხვა სახის დრონები.  

მსგავსი სიახლეები