აშშ უკრაინას $775 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს

თლიანობაში შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 10.6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას, მას შემდეგ რაც ბაიდენის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვიდა.

პელოსი: აშშ ჩინეთის მიერ ტაივანის სტატუს-კვოს შეცვლას ვერ დაუშვებს

პელოსი პეკინის მიერ მის სანქცირებულთა სიაში შეყვანასაც გამოეხმაურა. „ვის ადარდებს? ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კონგრესის გავლენიანმა ლიდერმა

ბლინკენი: აფრიკის ქვეყნებს აშშ-ს და ჩინეთს შორის არჩევანის გაკეთებას არ მოვთხოვთ

„აშშ აფრიკას არ უკარნახებს, რა არჩევანი უნდა გააკეთოს მან. მაგრამ არც სხვამ არ უნდა უკარნახოს“, - განაცხადა ბლინკენმა სამხრეთ აფრიკელ კოლეგასთან შეხვედრისას

თალიბანი: აშშ-ს მიერ ალ-კაიდას ლიდერის მოკვლას გამოვიძიებთ

ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ქაბულში სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ალ-კაიდას მეთაური აიმან აზ-ზავაჰირი ლიკვიდირებულია

ბაიდენმა ალ-ზავაჰირის მკვლელობა დაადასტურა და ოპერაციის დეტალებზე ისაუბრა

"მე გავეცი განკარგულება, დამიზნებით ესროლათ და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოეშორებინათ ის ბრძოლის ველიდან", - თქვა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის მრჩეველი: საუდის არაბეთს და საამიროებს ნავთობის წარმოების გაზრდა უფრო მეტად შეუძლიათ

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამად ბინ სალმანი აცხადებს, რომ სამეფომ მოპოვები მაქსიმუმს (13 მლნ ბარელი დღეში) უკვე მიაღწია და უფრო მეტი ნავთობის წარმოების რესურსი არ აქვს