ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ნოემბერში განაცხადებს - Axios

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შიდა წრე განიხილავს 14 ნოემბერს, როგორც შესაძლო თარიღს, როდესაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურა გამოცხადდება. ამის შესახებ იფნორმაციას გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით 4 ნოემბერს ავრცელებს.

საიტი წერს, რომ ოფიციალურ განცხადებას შესაძლოა პოლიტიკური მოვლენების მრავალდღიანი სერია მოჰყვეს.

ასევე, გამოცემის თანახმად, ტრამპი დიდი ხანია გეგმავს ასეთი განცხადების გაკეთებას შუალედური არჩევნების შემდეგ და 8 ნოემბრამდეც კი ცდილობდა გამოეცხადებინა კანდიდატურა, რათა რესპუბლიკურ პარტიაში პოტენციურ კონკურენტებს გასწრებოდა, მათ შორის ფლორიდის გუბერნატორ რონ დისანტისს.

Axios აღნიშნავს, რომ დისკუსიები ჯერ კიდევ გრძელდება და შესაძლოა შეიცვალოს აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით.

CNN-მა, წყაროებზე დაყრდნობით, თქვა, რომ ტრამპის უფროსი თანაშემწეები ნოემბრის მესამე კვირას განიხილავენ, როგორც "იდეალური საწყისი წერტილს" მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყებად, თუ რესპუბლიკელები მომავალ კვირას შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებენ.

ტელევიზიის ორი თანამოსაუბრის თქმით, საუბარი იყო 14 ნოემბერზე.

მსგავსი სიახლეები