ზელენსკი: კონგრესის არჩევნების შემდეგ გვსურს აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა ვიხილოთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარების გაგზავნისთვის.
ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 10 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელებს "ძალიან სურთ მხარდაჭერა - განსაკუთრებით მხარდაჭერის ოდენობა - იგივე დარჩეს".
პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე კომენტარი გააკეთა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების ბოლოდროინდელ "ერთმანეთისგან განსხვავებული კომენტარებზე" უკრაინას დახმარების შეწყვეტის მუქარის შესახებ, თუ ეს პოლიტიკური ძალა აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვებს.
ზელენსკიმ თქვა, რომ იმედოვნებს, რომ აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება, შედეგის მიუხედავად.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ორპარტიული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება, რადგან ის "ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ სიგნალს აგზავნის".
7 ნოემბერს თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება.
8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა კონგრესის არჩევნები. ამერიკის მოქალაქეებმა წარმომადგენლობითი პალატა სრულად, ასევე 100-დან 34 სენატორი, შტატის გუბერნატორები და ადგილობრივ დონეზე საჯარო მოხელეები აირჩიეს.
2020 წლის შემდეგ კონგრესის ორივე პალატას დემოკრატიული პარტია ხმათა მცირე უმრავლესობით აკონტროლებდა. 2022 წელს ქვედა, წარმომადგენლობით პალატაში სავარაუდოდ რესპუბლიკელები მოიპოვებენ, სენატის არჩევნების შედეგების პროგნოზირება კი რთულია, რადგან ნევადასა და არიზონაში ხმების დათვლა ახლაც მიმდინარეობს, ჯორჯიაში კი მეორე ტური ჩატარდება.