მაკრონს სურს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარკებები ზაფხულში დაიწყოს

ემანუელ მაკრონი ახალ გეგმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარკებები ზაფხულში უნდა დაიწყოს, როგორც ამას სააგენტო ბლუმბერგი ავრცელებს. 

ამერიკულმა სააგენტომ ეს ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ გეგმის განხორციელბაში, მნიშვნელოვანი როლი ჩინეთს დაეკისრება. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა მის საგარეო პოლიტიკის მრჩეველს ემანუელ ბონს დაავალა, რომ ამ საკითხზე ვანგ იისთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ითანამშრომლოს. 

მხარეებმა უნდა შექმნან მონახაზი, რომელსაც  მოლაპრაკებების დასაწყებად გამოიყენებენ. 

ელიზეს სასახლეში ყურადღებით დააკვირდებიან უკრაინის კონტრშეტევას, რომელსაც ამ მოლაპარკებებში დიდი მნიშვნელობა ექნება. წარმატებული შედეგების მიღწევის შემთხვევაში, სამშვიდობო დიალოგს უკრაინა კარგი პოზიციებით შეხვდება, რაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 

მაკრონის გარემოცვიდან ანონიმურმა პირმა დაადასტურა, რომ ემანუელ ბონი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან თანამშრომლობას აპირებს, თუმცა განსახილველი საკითხები არ დაუსახელებია. 

ხოლო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ არ იციან ამ ინფორმაციის წყარო, შესაბამისად "ძნელი იქნება ავთენტურობის გადამოწმება."

ემანუელ ბონისა და ვანგ იის მიერ სამშვიდობო მოლაპარკებების მონახაზის შექმნაზე უცნობია კიევისა და სხვა მოკავშირე ქვეყნების შეხედულებები, თუმცა წყაროს თანახმად, საფრანგეთის მოკავშირე ქვეყნები ინფორმირებული არიან ყველა ინიციატივაზე, რომელიც პარიზის უკავშირდება. 

ემანუელ მაკრონს მიაჩნია, რომ ჩინეთს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია რუსეთზე, რაც სულ ცოტა ხნის წინ, პეკინში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ გაიმეროა. 

ამ მოსაზრებას, სკეპტიკურად უყურებს არაერთი ქვეყნის ლიდერი, რასაც საფუძვლად უდევს ჩინეთსა და რუსეთს შორის არსებული "უსაზღვრო მეგობრობის" შეთანხმება და პეკინის მხრიდან შესაბამისი სურვილის არარსებობა. 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები