ახალი სავაჭრო შეთანხმებით EU შტატებისგან $750 მლრდ-ს ნავთობსა და გაზს შეიძენს

ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული ახალი სავაჭრო შეთანხმების მიხედვით გაერთიანება მომდევნო წლებში ამერიკისგან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგომატარებლებს შეიძენს - მიზანი რუსული იმპორტის ჩანაცვლებაა. 

State Of Play: ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, ახალ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა - ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, თანხა მომდევნო 3 წელზე გადანაწილდება. 

  • "ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრ რუსულ თხევად გაზს ვყიდულობთ რუსეთისგან, მათ შორის მესამე ქვეყნების გავლით. ჩვენ გვინდა უარი ვთქვათ რუსეთის სასარგებლო წიაღისეულზე - ამ კუთხით უფრო ხელსაყრელი და მომგებიანია უკეთესი ამერიკული თხევადი გაზის შესყიდვა"- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 

  • უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა პრაქტიკულად შეწყვიტა მილსადენებიდან რუსული გაზის შესყიდვა, თუმცა თხევადი გაზის შესყიდვები მკვეთრად გაიზარდა. 

Big Picture: პარალელურად გაიზარდა შეერთებული შტატების ნავთობისა და თხევადი გაზის შესყიდვებიც - ევროპული კომპანიები უკვე აფორმებენ სამომავლო შეთანხმებებს შტატებთან, მათ შორის იმ პროექტებზე, რომლებიც ჯერ ექსპლოატაციაში არ შესულა. 

  • დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო ამერიკის ენერგეტიკულ ინდუსტრია გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგეს. 

Сontext: შეთანხმების მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებიდან ამერიკულ ბაზარზე 15%-იანი სავაჭრო ტარიფი ამოქმედდება - ჯამურად ევროკავშირი შტატების უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 

  • გასულ წელს ევროკავშირიდან ამერიკაში იმპორტირებული პროდუქციის ჯამური მოცულობა 600 მილიარდ დოლარს გაუტოლდა - საპირისპიროდ ამერიკული იმპორტის მოცულობა ევროკავშირში 370 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. 

 

მსგავსი სიახლეები