Bloomberg: ტრამპის გუნდი უახლოეს დღეებში ირანზე დარტყმებისთვის ემზადება

ამერიკელი მაღალჩინოსნები მომდევნო დღეებში ირანზე საჰაერო დარტყმებისთვის ემზადებიან - შესაძლოა ამერიკა ისრაელის სამხედრო კამპანიას უკვე მიმდინარე უქმეებზე შეუერთდეს. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - ისრაელის საჰაერო კამპანიაშ ჩართულობის კუთხით თეთრი სახლის მზარდ ღიაობაზე მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპის საჯარო განცხადებებიც. 

  • წყაროების ცნობით, პრეზიდენტის განწყობა უახლოეს პოლიტიკურ მოკავშირეებთან კომუნიკაციამ შეცვალა, რომლებმაც დონალდ ტრამპს განუმარტეს, რომ ირანი "საშიშად" მიუახლოვდა ბირთვული იარაღის შექმნას. 

  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, სენატორ ლინდსი გრემის პოზიცია, რომელიც ოპერაციაში ჩართვის აქტიური მხარდამჭერია - წყაროების ცნობით, გასულ დღეებში გრემსა და ტრამპს შორის რამდენიმე სატელეფონო საუბარი შედგა. 

  • ამასთანავე წყაროები მიუთითებენ, რომ ვითარება სწრაფად იცვლება და ასევე შეიძლება შეიცვალოს პრეზიდენტის პოზიციაც.

Big Picture: 18 ივნისს, ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ჩართულობის კუთხით რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას "დროულად" მიიღებს. 

  • "მე შესაძლოა ვქნა ეს, არც ვქნა"- ასე უპასუხა ამერიკელმა პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას ახლოს იყო თუ არა თეთრი სახლი ისრაელის ოპერაციაში ჩართვის გადაწყვეტილებასთან. 

  • გამოცემა Axios-ის ცნობით, ტრამპმა გამოკითხა თავისი თაშემწეები - იქნება, თუ არა საკმარისი ამერიკული მძიმე საავიაციო ბომბების გამოყენება ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად. 

Break It Down: ისრაელის სამხედრო ოპერაციაში შტატების ჩართულობის შესაძლებლობამ განხეთქილება გამოიწვია დონალდ ტრამპის ეკლექტურ პოლიტიკურ და ელექტორალურ კოალიციაში. 

  • მსგავსი შესაძლებლობა საჯაროდ გააკრიტიკა MAGA-ს რამდენიმე ცნობილმა სახემ, მათ შორის ტაკერ კარლსონმა და ჩარლი კირკმა. 

  • ანალიტიკოსების შეფასებით, სავარაუდოა, რომ ამერიკის ჩართულობა შემოსაზღვრული იქნება საავიაციო დარტყმებით - საუბარია GBU-57 ტიპის მძიმე საავიაციო ბომბებზე, რომელიც მარტო შეერთებულ შტატებს აქვთ და რომელთა გამოყენებაც B2-ს ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან არის შესაძლებელი. 

  • მოსალოდნელია, რომ ამგვარი კამპანიის მთავარი მიზანი 70-80 მეტრის სიღრმეში მდებარე ფორდოს ბირთვული ობიექტის განადგურება იქნება. 

Catch Up Quick: ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის ბირთვული და სახმედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო და მას შემდეგ ინტენსიურად გრძელდება. 

  • გამხსნელ ფაზაში ისრაელის ძალისხმევა ძირითადად საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და მართვისა და კონტროლის ჯაჭვის მოშლა იყო. ბოლო მონაცემებით, ისრაელის ოპერაციების შედეგად მოკლულია ათობით მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, მათ შორის გუშაგთა კორპუსიდან, ასევე 10-ზე მეტი ბირთვული ფიზიკოსი. 

  • მოკლულთაგან არაერთი ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის გარემოცვის უახლოესი წევრი იყო.

  • ცოტა ხნის წინ ირანმა დარტყმა მიიტანა ცენტრალურ ისრაელში მდებარე სოროკას ჰოსპიტალზე - ისრაელის ჯანდაცვის ინფორმაციით შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მსუბუქად დაშავდა რამდენიმე მოქალაქე. 

  • ჰოსპიტალზე შეტევას მალევე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი და განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში ისრაელი ირანის უფრო ინტენსიურ დაბომბვაზე გადავიდოდა. 

  • "ხამენეის პასუხს ვაგებინებთ"- ამბობს კაცი - ეს ისრაელელი მაღალჩინოსნების მიერ გასულ დღეებში ირანის უმაღლესი ლიდერის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული პირველი მინიშნება არ არის. 

Сontext: ისრაელის სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა საერთაშორისო ატომური სააგენტოს  განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი არღვევდა ურანის გამდიდრებაზე დაწესებულ შეზღუდვებს - მალევე ირანმა ახალი ბირთვული ობიექტის აშენების გეგმის შესახებ გამოაცხადეს. 

  • ბიბი ნეთანიაჰუს თქმით, გასულ კვირებში ირანმა მკვეთრად დააჩქარა ბირთვული პროგრამა და პრაქტიკულად მიუახლოვდა ბირთვული იარაღის შექმნას - მისი თქმით, ირანს 10-მდე ბირთვული ბომბის შესაქმნელად საკმარისი მარაგი აქვს. 

  • საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვნალის, მარიანო გროსის თქმით, მის უწყებას არ უნახავს "სტრუქტურული ძალისხმევა" ატომური შეიარაღების შესაქმნელად, მაგრამ ირანი მსოფლიოში "ყველაზე სწრაფი ტემპით ამდიდრებს ურანს"

Go Deeper: Axios: რეჟიმის ცვლილება ისრაელის ოპერაციის არაოფიციალურ მიზნად ტრანსფორმირდა

მსგავსი სიახლეები