ერდოღანი პუტინს: ღირსეულად დატოვე უკრაინა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმირ პუტინს უკრაინის "ღირსეულად დატოვებისკენ" და კიევთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უახლოესი დღეების განმავლბაში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.

"გახდი მშვიდობის არქიტექტორი, ეს უნდა ვუთხრათ პუტინს", - განაცხადა ერდოღანმა ბრიუსელის ვიზიტიდან დაბრუნებისას.

ერდოღანის თქმით, უკრაინამ და რუსეთმა "ექვსიდან ოთხ პუნქტზე" შეთანხმება შეძლეს, ხოლო დონბასის და ყირიმის საკითხი გადაუჭრელი რჩება. 

თურქეთი უკრაინის ომში კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს.

ცოტა ხნის წინ ანკარამ რუსეთის და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების რაუნდს უმასპინძლა.

 

მსგავსი სიახლეები