ევროკომისიამ 2028 წლისთვის რუსულ ენერგომატერებლებზე უარის გეგმა გამოაქვეყნა

ევროკომისიამ 2027 წლისთვის რუსულ ენერგომატერებლების შესყიდვებზე უარის განახლებული გეგმა გამოაქვეყნა - საუბარია რუსული წარმოების ნავთობზე, ასევე გაზსა და გამდიდრებულ ურანზე. 

State Of Play: ინიციატივის საგზაო რუკა უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პირველი მსგავსი პროგრამა (REPowerEU) 2022 წელს ამოქმედდა, რის შედეგადაც ევროკავშირის იმპორტში რუსული გაზის წილის მოცულობა 45-დან 19%-მდე შემცირდა. 

  • "საგზაო რუკა ითვალისწინებს რუსული ნავთობის, გაზისა და ატომური ენერგიის ეტაპობრივ და უსაფრთო გასვლას ევროკავშირის ბაზრიდან"- ნათქვამია დოკუმენტში. 

  • წლის ბოლომდე გაერთიანების წევრმა ქვეყნეaბმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი გეგმები, თუ როგორ და რა ვადებში იტყვიან უარს რუსულ ენერგომატერებლებზე. 

Big Picture: გეგმის მიხედვით, 2027 წლის მიწურულს რუსული გაზის იმპორტი სრულად შეწყდება, ახალი კონტრაქტები აღარ გაფორმდება, ხოლო ე.წ. სპოტის ხელშეკრულებები 2025 წელს შეწყდება. 

  • გარდა ამისა, საუბარია რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ახალ ზომებზე

  • ევროატომს უწესდება შეზღუდვები რუსეთისგან გამდიდრებული ურანის ან სხვა ბირთვული მასალების იმპორტზე. 

Сonxtext: სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით უნდა წარმოადგინოს ევროკომისიამ კონკრეტული საკანონმდებლო წინადადება მიმდინარე წლის ივნისში. 

  • Financial Times-ის ცნობით, აღნიშნული გეგმა თავდაპირველად თებერვლის მიწურულს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა კონსენსუსი უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციების გამო ვერ შედგა, რომლებიც ამ დრომდე ყიდულობენ რუსული მილსადენის გაზს.

  • ჯამური რუსული ენერგომატარებლების წილის შემცირების მიუხედავად გასულ წელს რუსული თხევადი აირის შესყიდვები ევროკავშირის ქვეყნებში შესამჩნევად გაიზარდა. 

მსგავსი სიახლეები