ВЦИОМ-ის მონაცემებით რუსეთში ბედნიერების მაჩვენებელი 15-წლის მინიმუმზეა
რუსეთის მოქალაქეების ბედნიერების ინდექსმა გასული აპრილის მონაცემებით 52 პუნქტი შეადგინა, რაც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია.
ვითარების არსი: ამის შესახებ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (ВЦИОМ) კვლევიდან ხდება ცნობილი.
- ანალიტიკური ცენტრის უფროსი ინტერვიუებში ამბობდა, რომ ბედნიერების ინდექსზე ყველაზე დიდ გავლენას ეკონომიკური კრიზისი ახდენს.
- ეს 2011 წლის შემდეგ რუსეთში ბედნიერების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ჩაშლილად: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსების ბედნიერების ინდექსი 58-73 პუნქტის ფარგლებში მერყეობდა.
- 2024 წლის ივლისადან 2026 წლის თებერვლამდე ინდექსი 60-66 პუნქტამდე შემცირდა, თუმცა თებერვალში უფრო მკვეთრად დაეცა.
კონტექსტი: ВЦИОМ-ის დირექტორის ცნობით, ბედნიერებისთვის რუსეთის მოქალაქეები 3 ძირითად კრიტერიუმს გამოყოფენ: მინიმალური ფინანსები, ჯანმრთელო და ოჯახის ყოლა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც უმეტესობა თავს ბედნიერად მიიჩნევს.
- მისივე თქმით, როგორც წესი ყველაზე ნაკლებად ბედნიერები არიან მოქალაქეები, რომლებიც ჩართულები არიან აქტიურად ადევნებენ თვალს პოლიტიკურ დღის წესრიგს, პოლიტიკურ სიახლეებს და საერთაშორისო მოვლენებს.