პენტაგონი: ავიდარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა 2 წლით დახია უკან

22 ივნისს შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული ავიადარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამა 2 წლით დახია უკან.
State Of Play: ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარსელმა 3 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა - პარსელის შეფასება საგრძნობლად განსხვავდება პენტაგონის სადაზვერვო სამმართველოს შეფასებას, რომლის მიხედვითაც მიყენებული ზიანის აღმოფხვრა ირანს რამდენიმე თვეში შეუძლია.
- ამასთანავე პენტაგონის უკვე ოფიციალური შეფასება ასევე საგრძნობლად განსხვავდება დონალდ ტრამპის განცხადებებისგან, რომლის მიხედვითაც ამერიკული დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა "გაცამტვერებულია."
- "ჩვენი შეფასებით ირანის ბირთვული პროგრამა დაახლოებით 2 წლით არის დეგრადირებული. ჩვენს ხელთ არსებული სადაზვერვო ცნობები გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ დაბომბილი ობიექტები სრულად განადგურებულია"- განაცხადა პარსელმა.
Big Picture: ეს შეფასება ასევე საგრძნობლად განსხვავდება საერთაშორისო ატომური სააგენტოს შეფასებისგან, რომლის მიხედვითაც ირანმა ურანის გამდიდრება შესაძლოა უკვე რამდენიმე თვეში განაახლოს.
- გარდა ამისა, ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია ირანის მიერ 60%-მდე უკვე გამდიდრებული ურანის მარაგის (408 კგ) ბედი - დასავლურ მედიის ცნობით, ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგი ფორდოსა და სხვა ობიექტებიდან ამერიკული ავიაციის დარტყმამდე გაიტანა.
- საკითხის კომენტირებისას თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ არ უნახავს მტკიცებულება, რომელიც ირანის მიერ გამდიდრებული ურანის გადამალვას დაადასტურებდა.
Сontext: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამერიკული ავიაციის დარტყმების შედეგად ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს "სერიოზული ზიანი მიადგა."
- "არავინ იცის ზუსტად რა მოხდა ფორდოში, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ობიექტი მძიმედ დაზიანდა"- განაცხადა აბას არაგჩიმ ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.