უშაკოვი: პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ სტამბოლში დელეგაციების დონის გაზრდაზე

რუსეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, იური უშაკოვის თქმით, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ შეისწავლიან სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებში დელეგაციის დონის გაზრდის შესაძლებლობას.
State Of Play: ამგვარად უშაკოვმა დაადასტურა, დონალდ ტრამპთან საუბრის ფაქტი - დასავლური მედიის ცნობით, ამერიკელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის პარალელურად დაურეკა.
- უშაკოვის თქმით, ტრამპიც და პუტინიც მხარს უჭერენ პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებას სტამბოლში და შეთანხმდნენ ახლო კონტაქტის გაგრძელებაზე.
- "საუბარი ძალიან გულწრფელ და კონსტრუქციულ ხასიათს ატარებდა"- ამბობს უშაკოვი - მისი თქმით, საუბარი დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, მას არაფერი უთქვია სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობაზე.
Context: დასავლური მედიის ცნობით, თეთრ სახლში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება - ლიდერები მედიასთან ჯერ არ გამოსულან.