ამის შესახებ კრემლის ელიტაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post წერს - კეტრინ ბელტონის სტატიაში ნათქვამია, რომ კრემლი კიევსა და ვაშინგტონს შორის გაფორმებულ სარესურსო შეთანხმებას 2 ქვეყანას შორის დაწყებულ ხელახალ სტრატეგიულ დაახლოებას მოასწავებს.
ბესენტის თქმით, სარესურსო შეთანხმების შედეგად ამერიკულ ადმინისტრაციის შეეძლება ამ კარტებით რუსეთის ხელმძღვანელებასთან მივიდეს და უთხრას, რომ ამერიკელი და უკრაინელი ხალხის მიზნებს შორის არანაირი სხვაობა არ არის."
გასულ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს მხრიდან დაწესებული უპრეცედენტოდ მაღალი ტარიფების ფონზე ჩინეთის ინდუსტრიული აქტივობის მაჩვენებლები 2023 წლის შემდეგ მინიმალურ დონემდე შემცირდა.
გამოცემის წყაროების ცნობით, ტრამპის გარემოცვაში უკმაყოფილოები არიან იმით, რომ უიტკოფი უმაღლესი დონის შეხვედრებში პრაქტიკულად მარტო მონაწილეობს და პერიოდულად კრემლის მიერ შეთავაზებული თარჯიმნების მომსახურებასაც იყენებს