18 წლის იუბილეზე კადიროვის უფროსი ვაჟი ჩეჩნეთში მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი ახმატი, რესპუბლიკის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 8 ნოემბერს ახმატი 18 წლის გახდა.

ამ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ცალკე არ გავრცელებულა, მაგრამ რამზან კადიროვმა ახმატის ახალ თანამდებობაზე დანიშვნაზე თავის Telegram-ის არხზე დაწერა.

როგორც Кавказ.Реалии აცხადებს, ეს თანამდებობა ადრე ჰუსეინ აბდულკარიმოვს ეკავა. თუმცა, როგორც ოფიციალური განკარგულებებიდან ირკვევა, რომ 8 ნოემბრიდან იგი უბრალოდ სპორტის მინისტრის მოადგილედ დააქვეითეს.

მანამდე ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანაშემწე და კრემლისტური ახალგაზრდული "პირველების მოძრაობის" რეგიონული განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

საერთო ჯამში, სხვადასხვა დონეზე, ჩეჩნეთში სამთავრობო თანამდებობებს კადიროვის ოჯახის 100-მდე ნათესავი - ბავშვები, დები, სიძეები, ძმისშვილები, სხვადასხვა ხარისხის ნათესავები იკავებენ.

2018 წელს BBC-ის რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის 158 თანამდებობის პირიდან დაახლოებით 47 ადამიანი კადიროვთან იყო დაკავშირებული.

მსგავსი სიახლეები