2004 წლის ევროკავშირის გაფართოება: ფაქტები და რიცხვები

2004 წლის 1 მაისი იყო ისტრიული ეტაპი, რომელმაც გააერთიანა ევროპა ათწლოვანი დაქსასვის შემდეგ. ამ დღეს, ევროკავშირს 10 ქვეყნა შეუერთდა: ჩეხეთი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, უნგრეთი, მალტა, პოლონეთი, სლოვენია და სლოვაკეთი (EU10). ევროკავშირის ისტორიაშია ეს ყველაზე დიდი გაფართოება იყო - ხალხებისა და ქვეყნების რაოდენობის კუთხით. 

20 წლის შემდეგ, გაფართოებამ, ახალ წევრებს, ისევე, როგორც მთლიან გაერთიანებას, სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი სარგებელი და შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა მოუტანა.

როგორ შეიცვალა ევროკავშირი 2004 წლის შემდეგ?

2004 წლის გაფართოებამდე, ევროკავშირი წევრი 15 ქვეყნისგან შედგებოდა,  რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა 385 მილიონი იყო და გაერთიანებაზე გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 19,3% მოდიოდა (PPP - მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით). 

 

2004 წლის 1 მაისს, გაფართოებამ, 74 მილიონზე მეტი ადაიანის ინტეგრაცია მოახდინა ევროკავშირში და მნიშვნელოვნად გაზარდა მისი საზღვრები აღმოსავლეთისკენ. 25 წევრი ქვეყნით, მოქალაქეების რაოდენობა 459 მილიონამდე გაიზარდა და გაერთიანებაზე უკვე გლობალური მშპ-ს 21% მოდიოდა (მსყიდველობითი უნარის პარიტეტზე გათვალისწინებით).

რა სარგებელი მიიღო ახალმა წევრებმა? 

ევროკავშირის წევრობის 20 წლის თავზე, EU10-ის  ქვეყნების ეკონომიკები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებას ფინანსურ კრიზისის გავალაც და COVID-19 პანდემიის გავლაც მოუწია. გასული ორი დეკადის განმავლობაში, EU10-ის ქვეყნები განვითარდნენ უფრო სწრაფად ვიდე მლიანად გაერთიანება საშუალოდ. 

მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშბით, ახალი 10 ქვეყნის მაჩვენებლები კიდევ უფრო შთამბეჭდავია. მათ უმეტესობამ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგება შეძლეს.

მთლიანი შიდა პროდუქტის ევოლუცია

ცხრილი ადარებს 10 ახალი წევრის ფასებსა და მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ზრდას, გამოხატულს ევროში და მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გამოხატულს მუდმივ გასაშუალოებულ ფასში (PPS - ევროკავშირში არსებული უნიფიცირებული საზომი საშუალება), EU27-ის გასაშუალოებულ ზრდასთან მიმართებით.

 

შემდეგი ცრილი აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა შემოსავალი EU10 ქვეყნებისთვის 2005 და 2022 წლებში და, ასევე, შედარებას EU27 ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს 2022 წელს. აქაც, შემოსავალი დათვლილია PPS-ით (ევროკავშირის მიერ შემოღებული უნიფიცირებული მაჩვენებელი, რათა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკების შედარება უფრო მარტივი იყოს).

 

როგორც სარგებლობს ევროკავშირი, როგორც მთლიანი გაერთიანება?

2004 წლამდე არსებული წევრებისთვის, 2004 წლის გაფართოებამ ვაჭრობა და საინვესტიციო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდა. 10 ახალ წევრთან ერთად, საერთო ბაზარს 74 მილიონზე მეტი პოტენციური ახალი მომხმარებელი დაემატა. ვაჭრობა 2004 წლამდე არსებულ წევრებსა და 10 ახალ წევრს შორის, 2000 წლიდან მოყოლებული გახუთმაგდა. ვაჭრობის ზრდა გაფართოებამდეც დაწყებული იყო.

სავაჭრო ევოლუცია

ეს ცხრილი აჩვენებს, თუ როგორ გაიზარდა ვაჭრობა ქვეყნებს შორის 2004 წლამდე და 2004 წლის გაფართოების შემდეგ, 2000 წლიდან მოყოლებული. 2000 წელი აღებულია შედარების წერტილად. 

 

 

მსგავსი სიახლეები