აშშ-მ ФСБ-ის ყველაზე მძლავრი კიბერშპიონაჟის პროგრამა გაანადგურა

აშშ-მა და მოკავშირეებმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) კიბერშპიონაჟის პროგრამა გაანადგურა. 

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ვირუსი სახელად "გველი" (Snake) რუსეთის სადაზვერვო უწყები არსენალში ყველაზე დახვეწილი იარაღი იყო, რომელიც სეწსიტიური სამიზნეებზე სათვალთვალოდ გამოიყენებოდა, მათ შორის დასავლეთის სამთავრობო უწყებებზე, კვლევითი ცენტრებსა და ჟურნალისტებზე სათვალთვალოდაც. 

CSIS-ის ცნობით, აღნიშნულ პროგრამის მეშვეობით ФСБ წლების განმავლობაში იპარავდა სენსიტიურ დოკუმენტებს ნატოს წევრი ქვეყნების კომუნიკაციიდან, ჯამურად საუბარია დაახლოებით 50 სახელმწიფოსა და ათეულობით აშშ-ს სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნეს კორპორაციებზე. 

ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ФСБ-ის პროგრამის განადგურება მრავალწლიანი დეტალური მუშაობის შედეგად გახდა შესაძელებელი - ამერიკელმა სპეციალისტებმა შეძლეს ვირუსის პროგრამულ კოდში შეღწევა და ვირუსი საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართვა. 

კონტექსტი 

Snake-ს კრემლი ეფქტურად იყენებდა გასული 20 წლის განმავლობაში. ამერიკელი სპეციალისტების ცნობით, ვირუსს ტურლას სახელით ცნობილი ФСБ-ის დანაყოფი მართავდა, რომელიც ქალაქ რიაზანიდან ოპერირებდა. 

ოპერაციას, რომლის ფარგლებშიც რუსული ვირუსის განადგურება მოხერხდა მედუზა ეწოდებოდა. 

მსგავსი სიახლეები