ირანი დათანხმდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, ვენსი ისლამაბადში მიფრინავს
ირანი დათანხმდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, ამერიკულ დელეგაციას კვლავ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს.
- თეთრი სახლი მთელი დღის განმავლობაში ირანის პასუხს - გაგზავნიდა თუ არა დელეგაციას ისლამაბადში.
- წყაროების ცნობით, ირანელების ჭოჭმანის მიზეზი რევულიციურ გუშაგთა კორპუსის მეთაურების პოზიცია იყო, რომლებიც ითხოვდნენ, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე შეერთებულ შტატებს მოეხსნა ირანის საზღვაო ბლოკადა.
ჩაშლილად: ირანელებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებდნენ პაკისტანელი, ეგვიპტელი და თურქი შუამავლები.
- ირანელები ელოდებოდნენ მწვანე შუქს უზენაესი ლიდერისგან, რომელიც რამდენიმე საათის წინ მიიღეს.
- ვენსი ისლამაბადისკენ დღეს გაფრინდა, ამერიკულ დელეგაციაში ისევ იქნებიან ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი.
დიდი სურათი: ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის პაკისტანის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა 21 აპრილს იწურება.
- გასულ უქმეებზე დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით იმ შემთხვევაში თუ თეირანი უარს იტყვის შეთანხმებაზე.
- ამერიკელმა პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ მიანიშნა, რომ მზად იქნება ზავის გაგრძელებაზე იმ შემთხვევაშიც თუ საბოლოო შეთანხმება მოკლე ვადებში ვერ შედგება, მაგრამ პროგრესს დაინახავს.