აშშ უკრაინას დამატებით $275 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს - AP
პენტაგონი უკრაინას 275 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღს და სხვა დახმარებას გადასცემს, რათა მხარი დაუჭიროს ოკუპანტებს სამხრეთის საკვანძო ტერიტორიებიდან განდევნას ზამთრის მოახლოებასთან ერთად. ამის შესახებ ინფორმაციას 28 ოქტომბერს AP ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, ოფიციალურად პარასკევს გამოცხადდება. ანონიმური წყაროების მიხედვით, მასში ახალი შეიარღება არ არის. ის ძირითადად მიზნად ისახავს საბრძოლო მასალის შევსებას უკვე გადაცემული სისტემებისთვის, მათ შორის HIMARS-ის სარაკეტო სისტემისთვის.
პარალელურად, უკრაინა დამატებით თანამედროვე შეიარაღებასაც მიიღებს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას მომავალი თვის დასაწყისში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. ამერიკამ პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას ორი ასეთი საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემა გადაეცემა.