ბატალიონი ვასტოკი: ლიკვიდირებულია 42 ოკუპანტი, გავანდგურეთ 3 ტანკი

ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "ვასტოკი" გასული დღე-ღამის განმავლობაში მათი პასუხისმგებლობის ზონაში განვითარებულ საომარ მოქმედებებზე ყოველდღიურ კრებსს აქვეყნებს

ბატალიონის ცნობით, 28 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2 შეტევის განხორციელება სცადეს, თუმცა ორივე მათგანისგან დაჯგუფებამ თავი წარმატებით დაიცვა. 

ეფექტური მოქმედებების შედეგად განადგურებულია: 42 ოკუპანტი, 3 ტანკი, 6 ერთეული ჯავშანტექნიკა, 1 არტილერიული დანადგარი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. 

ცოტა ხნით ადრე, ყოველდღიური კრებსი გაავრცელა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმაც. 28 აპრილს უკრაინის არმიის, დონბასის დაჯგუფებამ წარმატებით მოიგერია საოკუპაციო ძალების 9 იერიში. 

უკრაინის ფრონტის ხაზზე შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს პენტაგონში გამართულ ანონიმურ ბრიფინგზეც. აშშ-ს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნის ცნობით, რუსეთის წინსვლა აღმოსავლეთ უკრაინაში ნელი და არამდგრადია. 

პენტაგონის ცნობით, უკრაინელი მებრძოლების წინააღმდეგობა კვლავინდებურად ეფექტურია. 

მსგავსი სიახლეები