Bloomberg: პუტინი მომდევნო 2 წლის სამხედრო ბიუჯეტის 40%-ით გაზრდას აპირებს

უკრაინაში ომის გაჭიანურების ფონზე, ვლადიმირ პუტინი მზად არის მომდევნო 2 წლის სამხედრო ბიუჯეტი 43%-ით გაზარდოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg გასაიდუმლოებულ ფინანსურ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს

ასევე მკვეთრად, დაახლოებით 40%-ით გაიზრდება ეროვნული უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს ბიუჯეტი. ამგვარად, მომდევნო 2 წლის განმავლობაში რუსეთის ხარჯები თავდაცვაზე 5 ტრილიონ რუბლს გაუტოლდება, რაც 84 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. 

ამავდროულად თავდაცვის სექტორი რუსეთის მშპ-ს 3.3%-ს გადააჭარბებს. თავდაცვაზე მეტს მომდევნო 2 წლის განმავლობაში რუსეთი მხოლოდ სოციალურ პროგრამებზე დახარჯავს. 

SIPRI-ს კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით გასულ წელს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ადგილს იკავებდა. 2021 წელს თავდაცვის ხარჯები 2.9 გაიზარდა და ჯამურად დაახლოებით 66 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. უკრაინაში შეჭრანდე რუსეთის სამხედრო ზედიზედ 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტემპებით იზრდებოდა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ბიუჯეტის გეგმა მთავრობამ უკვე მიიღო, თუმცა ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია საკანონმდებლო პალატას. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის ძირითადი აქცენტების ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია. 

 

მსგავსი სიახლეები