პუტინთან საუბარში ორბანმა თავი 'თაგუნიას' შეადარა, რომელიც ლომს ეხმარება

რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბარში უნგრეთის პრემიერმა თავი თაგვს შეადარა, რომელიც ლომს ეხმარება - ამგვარად ვიქტორ ორბნამა ხაზი გაუსვა მის მზაობას ნებისმიერ ასპექტში დახმარებოდა პუტინს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს - უნგრეთის პრემიერმა მისი და პუტინის ურთიერთობების ანალოგად ეზოპეს ცნობილი იგავი "თაგვი და ლომი" მოიყვანა. 

  • სატელეფონო საუბარი გასული წლის 17 ოქტომბერს შედგა და ბუდაპეშტში უკრაინის ომის დასრულების შესახებ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ორგანიზებას ეხებოდა. 

  • "ჩვენმა მეგობრობამ ისეთ მაღალ დონეს მიაღწია, მზად ვარ ყველაფერში დაგეხმაროთ რაც შემიძლია. ნებისმიერ პროცესში, რომელშიც რაიმე შემიძლია, თქვენს სამსახურში ვარ"- უთხრა ორბანმა რუს კოლეგას. 

ჩაშლილად: ორბანის მიერ მაგალითად მოყვანილ იგავში კუთხეში მომწყვდეული თაგვი ლომს შეწყალებას სთხოვს და სანაცვლოდ ჰპირდება, რომ საჭიროების მომენტში დაეხმარება. 

  • მოგვიანებით ლომი მონადირეების გაბმულ მახეში აღმოჩნდება, რა დროსაც თაგვი დანაპირებს ასრულებს, გაღრღნის ბადეს და ლომს გაათავისუფლებს. 

  • სატელეფონო საუბრის სტენოგრაფიის მიხედვით, ორბანის მიერ მოყვანილმა მაგალითმა პუტინი გააცინა. 

დიდი სურათი: ამავე საუბარში ორივე ლიდერმა არაერთხელ შეაქო დონალდ ტრამპი და მის მიმართ მადლიერება გამოხატეს. 

  • ორბანმა პუტინს განუცხადა, რომ მათი მეგობრობა 2009 წელს სანქტ-პეტერბურგში გაცნობის მომენტიდან მხოლოდ მყარდება და მწუხარება გამოთქვა, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში ხშირად ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. 

  • საპასუსოდ პუტინმა შეაქო უნგრეთის "დამოუკიდებელი და მოქნილი" პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

კონტექსტი: უნგრეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ეს უკვე მეორე სკანდალური სატელეფონო ჩანაწერია, რომელიც უნგრეთის პოლიტიკურ ლიდერებს უკავშირდება. 

  • პირველი სკანდალი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი რუსი კოლეგის სატელეფონო საუბარს უკავშირდებოდა.

  • 12 აპრილს უნგრეთში გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, პეტერ მადიარის ლიდერობით ოპოზიციური კოალიცია იმარჯვებს. 

  • ავტორიტეტული ანალიტიკოსების შეფასებით მოახლოებული არჩევნებში ორბანისთვის მისი 16-წლიანი პრემიერობის პერიოდში ყველაზე დიდი გამოწვევაა. 

მსგავსი სიახლეები