რუსეთში Telegram-ის განბლოკვის მომხრეები დააკავეს, ნაწილი ნაცემია

რუსეთის რამდენიმე ქალაქში Telegram-ის დაბლოკვის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა.

ჩაშლილად: საპროტესტო აქციებზე გამოსული ადამიანების ნაწილი სამართალდამცავებმა დააკავეს.

  • ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის სულ დაკავებულია 23 ადამიანი.

  • აქედან 17 მომიტინგე დაკავებულია მოსკოვში, 3 - სანქტ-პეტერბურგში, 2 - კალუგაში და 1 - ვორონეჟში.

  • დაკავებულებს ბრალს სდებენ შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში: მიტინგის წესების დარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის დაუმორჩილებლობა.

  • 3 დაკავებულის თქმით, განყოფილებაში პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • 4 დაკავებულს სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

  • აქციის ორგანიზატორების დაჭერა სამართალდამცავებმა 2 კვირით ადრე დაიწყეს. მაგალითისთვის 19 მარტს დააკავეს 10 ადამიანი, 7 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

წინარე ისტორია: ტელეგრამის მასიური დაბლოკვა რუსეთის ხელისუფლებამ 14 მარტს დაიწყო.

  • დაბლოკვის მიზანია რუსეთის მოქალაქეების სრული იზოლაცია ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებისგან.

  • სოცქსელების დაბლოკვის შემდეგ სწორედ Telegram-ი გახდა ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო.

  • მესინჯერის ბლოკირებას პროსამთავრობო ძალებისა და მართვადი ოპოზიციის ნაწილიც უარყოფითად შეხვდა.

  • გარდა ანტისამთავრობო მედიებისა, Telegram-ს ასევე იყენებენ ომის პროპაგანდისტები, კრემლის საინფორმაციო არხები. გარდა ამისა, ფრონტზე მყოფი მებრძოლების დიდ ნაწილს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია Telegram-ით აქვთ.

მსგავსი სიახლეები