ბრიტანეთმა ერთ დღეში ევროკავშირის თორმეტ ქვეყანაზე მეტი ადამიანი აცრა

შაბათს ბრიტანეთში 844,285 ადამიანი აიცრა, რაც 1 დღეში აცრილი ადამიანების სარეკორდო რაოდენობაა. გარდა ამისა, ბრიტანეთში აცრილი ადამიანების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე იმავე დღეს ევროკავშირის 12 ქვეყანაში - საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, უნგრეთში, რუმინეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში, ჩეხეთში, ბელგიასა და დანიაში აცრილთა ჯამური რაოდენობა.

Our World in Data-ს მონაცემებით, 20 მარტს საფრანგეთში 190,230 ადამიანის ვაქცინაცია მოხდა, იტალიაში - 165,319, ხოლო გერმანიაში - 203,193.

შაბათს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის ნახევარმა ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღო.

მსგავსი სიახლეები