ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში: ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების სუვერენიტეტი საეჭვოა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საფრანგეთში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტმა დააეჭვა, ელჩი დააეჭვა უკრაინის სუვერენულობა ყირიმზეც. 

ამის შესახებ ლიუ შაიმ ფრანგულ ტელეარხ LCI-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

"ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებს არ აქვთ ეფექტური სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართალში, რადგანაც არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ამ სუვერენიტეტს კონკრეტულ ფორმას მისცემდა",- თქვა ელჩმა. 

ლიუ შაიმ ყირიმის კუთვნილებაზეც ისაუბრა - "გააჩნია როგორ უყურებთ ამ საკითხს, არის ისტორია. დასაწყისიდანვე ყირიმი რუსეთს ეკუთვნოდა. ეს ხრუშჩოვმა აჩუქა ყირიმი უკრიანას საბჭოთა კავშირის დროს."

კონტექსტი 

ჩინეთის ელჩის სიტყვებმა დასავლეთში მწვავე კრიტიკა გამოიწვია, მათ შორის საფრანგეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ "განგაშით მიიღეს ელჩის სიტყვები და ჩინეთს ელჩის სიტყვების განმარტება მოთხოვეს."

ლიუ შაის კომენტარი დაგმეს ბალტიური სახელმწიფოების საგარეო უწყებების ლიდერებმა. საკითხს გამოეხმაურა უკრაინის ელჩი საფრანგეთში - ვადიმ ომელჩენკოს თქმით, ჩინეთს ელჩს გეოგრაფიასთან სერიოზული პრობლემები აქვს.

მსგავსი სიახლეები