ჩინეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთსა და ბელორუსს ეწვევა

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ 14-19 აგვისტოს რუსეთსა და ბელორუსს ეწვევა.

ამის შესახებ Reuters წერს.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთში ყოფნისას ლი დაესწრება "საერთაშორისო შეხვედრას უსაფრთხოების საკითხებზე და იქ სიტყვით გამოვა."

ის ასევე  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვდება.

ბელორუსში ვიზიტის ფარგლებში ის ბელორუსის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს და სამხედროებს შეხვდება. ლი ასევე ეწვევა ბელორუსის სამხედრო ობიექტებს.

მსგავსი სიახლეები