CNN: სლოვაკეთი თანახმაა უკრაინას C-300 სისტემები გადასცემს

სლოვაკეთი თანახმაა უკრაინას C-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამავდროულად გამოცემის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ჯერ კიდევ მსჯელობენ თუ როგორ შეავსონ თავად სლოვაკეთის დანაკლისი, რომელიც სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შემდეგ დარჩება. 

მოსალოდნელია, რომ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო, რომელიც უკრაინას კუთვნილ ანტი-საჰაერო სისტემებს გადასცემს თავად ჩანაცვლების სახით იმავე დანიშნულების ამერიკულ სისტემებს Patriot-ებს მიიღებს. 

ამავდროულად ცნობილია, რომ ამერიკული სისტემების ინტეგრირებას იმ ქვეყნების თავდაცვის სისტემებში, რომელთაც მსგავსი შეიარაღება მანამდე არ ჰქონიათ გარკვეული დრო დასჭირდება.

CNN-ის წყაროს ინფორმაციით ნატოს წევრი იმ სამი სახელმწიფოდან, რომლებიც ფლობენ C 300 ტიპის სისტემებს ერთ-ერთი ქვეყანა ითხოვს ამ სისტემების დაუყოვნებლივ ჩანაცვლებას და უსაფრთხოების გარანტიებს.

მოსალოდნელია, რომ უკრაინისთვის ანტი-საჰაერო სისტემების გადაცემის საკითხზე დამატებითი წნეხი მოახდინა პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლამ კონგრესში. 

გუშინ, 16 მარტს რესპუბლიკელმა სენატორმა, მიჩ მაკკოლმა მედიას მიანიშნა, რომ აშშ-მ ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია. 

საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავეს სლოვაკეთის საელჩოში ვაშინგტონში. საყურადღებოა, რომ მიმდინარე კვირას სლოვაკეთს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. 

 

მასალა განახელაბადია.

მსგავსი სიახლეები