ესტონეთის პარლამენტის სპიკერი: დამოუკიდებლობის დღეს ბოროტებასთან არ დავთმობთ

ესტონეთის დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავს ემთხვევა, არ შეიცვლება და ესტონელებისთვის მუდამ თავისუფლების სიმბოლო იქნება - თქვა ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტმა დროშის აღმართვის ცერემონიალზე.

იური რატასის განცხადებით, თუ უკრაინა დაეცემა, მომავალში სხვა ევროპულ ერებსაც იგივე ბედი შეიძლება ელოდეთ.

"უკრაინა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, ეროვნულობისა და კულტურის გადარჩენისთვის არ იბრძვის - უკრაინა ყველა ჩვენგანის არსებობისთვის იბრძვის.

დღეს ჩვენი გზავნილი უკიდურესად ნათელია - ესტონეთი, მოკავშირეებთან ერთად, გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, სანამ ომს არ მოიგებს," - თქვა იური რატასმა, რომელიც 2016-21 წლებში ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

"მაგრამ უარს ვამბობ, ესტონეთის რესპუბლიკის ყველაზე მნიშვნელოვანი კალენდარული დღე ბოროტებას დავუთმოთ. 24 თებერვალი არ იქნება ტერორისა და შიშის დღე. ეს იქნება სიკეთის დღე, როცა ნგრევისა და დაპყრობის ჟინის მიუხედავად, ადამიანების სიკეთემ და დიდსულოვნებამ გაიმარჯვა," - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა დამოუკიდებლობის დღის ცერემონიაზე.

 

მსგავსი სიახლეები