ესტონეთის პრემიერი: ევროპას რუსეთის აგრესიისთვის მოსამზადებლად 3-5 წელი აქვს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი თვლის, რომ ევროპას სამი-ხუთი წელი აქვს რუსეთის შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოსამზადებლად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.

ამის შესახებ კალასმა The Times-თან ინტერვიუში.

მან ესტონეთის დაზვერვის შეფასება მოიყვანა, რომ რუსეთს, უკრაინაში ჰიპოთეტური ზავის შემთხვევაში, სამი-ხუთი წელი დასჭირდება ნატოს აღმოსავლეთი წევრების საზღვარზე სამხედრო საფრთხის აღსადგენად.

"ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნებთ ერთიანობას და პოზიციას უკრაინის მიმართ. იმიტომ, რომ რუსეთს სჭირდება პაუზა და ეს პაუზა არის იმისთვის, რომ შეკრიბოს თავისი რესურსები და ძალა. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს, შესაბამისად სისუსტე იწვევს რუსეთს," - მიიჩნევს ის. 

სწორედ ამიტომ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს და რუსეთმა მრავალი წლით დაკარგოს შესაძლებლობა დაემუქროს მეზობლებს.

მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი აზრით, ნატომ უნდა მიიღოს ცივი ომის სტილის სტრატეგია რუსეთის "შეკავების" შესახებ - რომელიც მოიცავს თითოეული წევრი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების მშპ-ს მინიმუმ 2.5 პროცენტამდე გაზრდას.

"რუსეთს არასოდეს წაუგია თავისი ბოლო კოლონიური ომი. მე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ გავიგო, როგორ შეიძლება დავარღვიოთ ეს ისტორიული წრე. და ამის მთავარი ელემენტია პასუხისმგებლობა. ისინი (რუსეთი - რედ.) არასოდეს აგებენ პასუხს ჩადენილი დანაშაულებისთვის." – ხაზგასმით აღნიშნა კალასმა.

მსგავსი სიახლეები