ევროკავშირი 2027 წლის 1 ნოემბრისთვის რუსულ გაზზე სრულად იტყვის უარს

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა რუსულ გაზზე უარის თქმის რეგლამენტი დაამტკიცა.

ჩაშლილად: გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, რუსული გაზის შეძენის გრძელვადიან კონტრაქტებზე სრულად უარის თქმას ევროკავშირი 2027 წლის 1 ნოემბრისთვის შეძლებს.

  • გათხევადებული გაზის მიწოდებაზე შეზღუდვები 2027 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. 
  • 2025 წლის ივნისამდე გაფორმებულ მოკლევადიან კონტრაქტებზე გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი. 2026 წლის 25 აპრილიდან შეზღუდვები ამოქმედდება გათხევადებულ გაზზე, ხოლო 2026 წლის 17 ივნისიდან - მილსადენის გაზზე.
  • "ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენთვის და სრულიად ევროპისთვის. უნდა დასრულდეს ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და მისი სრული აკრძალვა არის პირველი სწორი გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით". - განაცხადა დანიის კლიმატის, ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების მინისტრმა, ლარს ააგარდმა.
  • ახალი წესების დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან.

კონტექსტი: ბოლო რამდენიმე წელია ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ რუსული ნავთობისა და გაზის შეძენის შემცირებას. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობის მოხმარება საგრძნობლად შეამცირა. თუმცა, ქვეყნების ნაწილი, პირველ რიგში უნგრეთი და სლოვაკეთი დღემდე რუსულ გაზზე დამოკიდებულები რჩებიან.

მსგავსი სიახლეები