ფაშინიანი: ОДКБ-ს წევრი ორი "მოკავშირე" მონაწილეობდა სომხეთთან ომის მომზადებაში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი მინიმუმ ორი ქვეყანა რეალურად დაეხმარა აზერბაიჯანს სომხეთის წინააღმდეგ ომის მომზადებაში, რომელიც 2020 წელს დაიწყო.

ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახური წერს.

პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებაზე ბაქოში, სადაც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გაახსენა, თუ "განმათავისუფლებელ ომამდე ფილოსოფიური საუბარი ჰქონდათ სადილის მაგიდასთან" და "მივიდა დასკვნამდე, რომ (ალიევმა. - რედ.) ომი შეიძლება მოიგოს."

ფაშინიანმა თქვა, რომ ლუკაშენკომ "გააჟღერა ის, რის გადმოცემასაც ოთხი წელი ცდილობდა."

„ვიცი მინიმუმ ორი ОДКБ-ს ქვეყანა, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენს წინააღმდეგ ომის მომზადებაში, თითქოსდა დახმარება სურდათ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ომში საუბარი არ იყო ყარაბაღზე. ომის მიზანი იყო სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა," - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მსგავსი მცდელობები გაგრძელდა 2020 წლის ომის ძირითადი ეტაპის შემდეგ - 2021 წლის მაისში, 2022 წლის სექტემბერში და 2023 წელს, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა.

"ისევ სცადეს 2024 წლის 9 მაისს (სავარაუდოდ, საუბარია აქციაზე, რომელიც მოითხოვდა ფაშინიანის გადადგომას აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის გამო) და ეს ისევ არ გამოვა," – განაცხადა ფაშინიანმა.

მაისის დასაწყისში სომხეთმა განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ОДКБ-ის, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის საქმიანობის დაფინანსებაში, რომელსაც დე-ფაქტო რუსეთი ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები