რუსეთში TELEGRAM-ი თითქმის სრულად დაიბლოკა
რუსეთის ხელისუფლებამ მესინჯერი Telegram-ი თითქმის სრულად დაბლოკა.
ჩაშლილად: გასულ კვირას რუსეთში Telegram-ის ბლოკირება ეტაპობრივად დაიწყო.
- საერთაშორისო კვლევითი პროექტის, OONI-ს ანგარიშის თანახმად წინა კვირის დასაწყისში მომხმარებლების 18% ტელეგრამს ვეღარ იყენებდა.
- დღიდან დღემდე დაბლოკილი მომხმარებლების რაოდენობა იზრდებოდა, პარასკევს - 73%, ხოლო კვირა დღეს რიცხვი 78%-მდე გაიზარდა.
- რუსეთში მსგავსი შეზღუდვები სხვა აპლიკაციებზეც მოქმედებს. Signal დაბლოკილია 87%-ით, ხოლო WhatsApp 89%-ით.
წინარე ისტორია: ტელეგრამის მასიური დაბლოკვა რუსეთის ხელისუფლებამ 14 მარტს დაიწყო.
- დაბლოკვის მიზანია რუსეთის მოქალაქეების სრული იზოლაცია ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებისგან.
- სოცქსელების დაბლოკვის შემდეგ სწორედ Telegram-ი გახდა ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო.
- მესინჯერის ბლოკირებას პროსამთავრობო ძალებისა და მართვადი ოპოზიციის ნაწილიც უარყოფითად შეხვდა.
- გარდა ანტისამთავრობო მედიებისა, Telegram-ს ასევე იყენებენ ომის პროპაგანდისტები, კრემლის საინფორმაციო არხები. გარდა ამისა, ფრონტზე მყოფი მებრძოლების დიდ ნაწილს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია Telegram-ით აქვთ.
- 2025 წელს სოციალურმა ქსელმა Vkontakte გამოუშვა აპლიკაცია MAX, რომელსაც მთავრობამ და პროპაგანდამ უდიდესი რეკლამა გაუწია, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილში პოპულარობა ვერ მოიპოვა.
- Telegram-ის დაბლოკვის კიდევ ერთი მიზანია MAX-ის პოპულარიზაცია.
- მედიების ინფორმაციით, ტელეგრამი რუსეთში აპრილის დასაწყისისთვის სრულიად დაიბლოკება.