ფიცო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე: მზად ვართ მისიას ლოჯისტიკურად დავეხმაროთ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბრატისლავა მზად არის მიიღოს მონაწილეობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის პროცესში - საუბარია მისიის ლოჯისტიკურ მხარდაჭერაზე. 

ვითარების არსი: რობერტ ფიცოს ციტატას ადგილობრივი გამოცემა Sita Sk. ავრცელებს - განცხადებას წინ უძღოდა 5 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ქალაქ უჟგოროდში გამართული შეხვედრა. 

  • "სლოვაკური რესპუბლიკა არ განათავსებს არანაირ ჯარებს უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება უსაფრთხოების გარანტიების რეალიზაციის კუთხით. მე ვსაუბრობ ლოჯისტიკაზე, მაგალითად სატრანსპორტო მარშრუტებზე"- ამბობს ფიცო. 

  • სლოვაკეთის პრემიერ მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში ომის შეჩერების მოლოდინი არ აქვს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის "უპირველეს წინაპირობად" უკრაინის მხრიდან ნატოში გაწევრიანებაზე "მკაფიო უარი" ასახელებს. 

ჩაშლილად: ფიცოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, უკრაინელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მოგვიანებით ეს თავად სლოვაკმა პრემიერმაც დაადასტურა, თუმცა მისი თქმით, ეს "მრავალწლიანი პროცესი" იქნება. 

  • მხარეების მიერ, შეხვედრის შემდეგ გავრცელებული პრეს-რელიზების მიხედვით, ზელენსკიმ და ფიცომ რუსულ ნავთობსადენ დრუჟბაზე გახშირებული თავდასხმები და უკრაინის გავლით რუსული გაზის იმპორტის შეჩერებაც განიხილეს. 

  • ჟურნალისტებთან საუბარში ფიცომ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კიევსა და ბრატისლავას "დიამეტრალურად განსხვავებული" პოზიციები აქვთ, ხოლო ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა აღარ გაატარებს საკუთარ ტერიტორიაზე რუსულ გაზსა და ნავთობს. 

მსგავსი სიახლეები