გერმანია აცხადებს, რომ უკრაინას Patriot-ის ორ სისტემას გადასცემს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პარასკევს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას მას შემდეგ გადასცემს, რაც აშშ-სთან მიიღწევა შეთანხმება, რომ ბერლინი პირველი იქნება, ვინც ახალ სისტემებს მიიღებს, უკრაინისთვის გადაცემული სისტემების ნაცვლად.

State Of Play: ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ აშშ-ში შესყიდვების წყალობით, "გერმანიას შეუძლია ჯერ უკრაინას მიაწოდოს Patriot-ის გამშვები დანადგარები, შემდეგ კი სისტემის დამატებითი კომპონენტები."

  • გერმანიის შეიარაღებული ძალები უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით Patriot-ის გამშვებ დანადგარებს მიაწვდის, შემდეგ კი, ორ-სამ თვეში, სისტემის სხვა ელემენტებს.
  • სანაცვლოდ, გერმანია აშშ-ისგან დაჩქარებული ტემპით მიიღებს Patriot-ის ახალ სისტემებს.

Big Picture: 14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნატოს გენერალურ მდივან რუტესთან ვაშინგტონში შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას იარაღს უფასოდ აღარ მიაწვდის და ახლა მის შესაძენად თანხას ევროპული ქვეყნები და კანადა გადაიხდიან.

  • უკრაინის ელჩმა გერმანიაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ სისტემების რაოდენობა ამჟამად ზუსტდება.
  • "ჩვენ თავდაპირველად გერმანელებს მივმართეთ თხოვნით, რომ ჩვენთვის აშშ-ში ორი სისტემა ეყიდათ. რამშტაინში შეხვედრის შემდეგ საჯაროდ ითქვა, რომ პარტნიორები ხუთი სისტემის შეძენას ცდილობენ. თუმცა, სინამდვილეში ჩვენ ათი და მეტი გვჭირდება," – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები