Guardian: ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში მოსკოვი შესაძლოა მთავარი არბიტრი გახდეს

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანთან დაწყებულ ახალ ბირთვულ მოლაპარაკებებში რუსეთის მზარდი როლი შესაძლოა სრულფასოვანი მთავარი არბიტრის ფუნქციაში გადაიზარდოს. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს. პუბლიკაციის ავტორების აზრით, 2 საკვანძო საკითხი ირანის მიერ უკვე გამდიდრებული ურანის მარაგების შენახვისა თუ განადგურების და აშშ-ს მხრიდან შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში თეირანის გარანტიების საკითხი იქნება. 

  • გამდიდრებული ურანის მარაგებთან დაკავშირებით, აშშ უკვე შესთავაზა ირანს ის მესამე ქვეყნისთვის გადაეცა, მაგალითად რუსეთისთვის. 

  • ირანის გარანტიების საკითხში კი რამდენიმე გამოსავალი არსებობს: ერთ-ერთი ითვალისწინებს რუსეთისთვის ირანისგან მიღებული ურანის მარაგების უკან გადაცემის უფლების მინიჭებას - ეს ამერიკისა და ირანის ურთიერთობებში კრემლს საკვანძო როლს მისცემს. 

Big Picture: სხვა ვარიანტები კონგრესის მიერ სპეციალური აქტის მიღებაა, რომელიც დაავალდებულებს ვაშინგტონს აუნაზღაუროს თეირანს ბირთვული შეთანხმების დარღვევით მიღებული ფინანსური ზიანი, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე სკეპტიკურად შეაფასა ასეთი განვითარების შანსი. 

  • იმავე Guardian-ის წყაროების ცნობით, ირანი არ აპირებს გამდიდრებული ურანის მარაგები რუსეთს გადასცეს - თეირანი მზად არის მარაგები საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ შეინახოს, ურანის მარაგებს ირანის ხელმძღვანელობა სტრატეგიულ დაზღვევად აფასებს, იმ შემთხვევაში თუ აშშ კიდევ ერთხელ გადაწყვეტს დატოვოს ბირთვული შეთანხმება. 

Context: დასავლური წყაროების ცნობით, ირანს უკვე აქვს 60%-ით გამდიდრებული ურანის მარაგი, რაც 6 ატომური ბომბის შესაქმნელად იქნება საკმარისი. ტრამპის პოზიციაა, რომ ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და თეირანისგან ბირთვული პროგრამის სრულად შეჩერებას მოითხოვს.

  • ირანი მზად არის დათმობებისთვის, თუმცა არა ე.წ. ლიბიურ სცენარზე, რომელიც ბირთვული პროგრამის სრულად დახურვას გულისხმობს, სანაცვლოდ ირანი დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ითხოვს.

  • ტრამპსა და პუტინს შორის გამართული პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკელმა პრეზიდენტმა პუტინს სთხოვა ყოფილიყო შუამავალი ირანთან მოლაპარაკებებში - წყაროს ცნობით, პუტინი დათანხმდა თხოვნას. 

  • უკვე მეორე სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამი იყო, რომ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ისრაელის განადგურების საშუალება. 

Go Deeper: ტრამპი ირანთან პირდაპირ ბირთვულ მოლაპარაკებებს აანონსებს

მსგავსი სიახლეები