ტრამპი ირანთან პირდაპირ ბირთვულ მოლაპარაკებებს აანონსებს
 
				ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მალე ომანში "ძალიან მაღალი დონის" შეხვედრები გაიმართება - მთავარი თემა ახალი ბირთვული შეთანხების გაფორმებაა.
State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, თეთრ სახლში შეხვედრის დროს განაცხადა. პარელელურად ამერიკელმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანი სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდება თუ კი ბირთვულ იარაღის შექმნაზე გააგრძელებს მუშაობას.
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები 13 აპრილს გაიმართება, თუმცა მისი თქმით, ეს არ იქნება პირდაპირი საუბარი და პროცესი მედიატორების მეშვეობით წარიმართება. 
- ირანის უმაღლესმა სულიერმა არაერთხელ საჯაროდ გამორიცხა ტრამპის ადმინისტრაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.
Big Picture: ტრამპის თქმით, თუ ირანი არ წავა დათმობებზე, მის ადმინისტრაციას "აშკარა" ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რისი გაკეთების სურვილი არც მას აქვს და პრემიერ, ნეთანიაჰუს. 
- ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაბიჯებზეა საუბარი, მაგრამ თქვა, რომ ირანი დიდ საფრთხეში აღმოჩნდება - "ეს არ არის რთული ფორმულა - ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი." 
- მოსალოდნელია, რომ პროცესში ჩართული იქნება ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში, სტივ უიტკოფი. 
Context: Axios-ის ცნობით, ისრაელის პრემიერი ირანსა და აშშ-ს შორის ახალი ბირთვულ შეთანხმებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, თუმცა შეხვედრაზე წარმოადგინა ისრაელის ვერსია, თუ როგორი უნდა იყოს "მისაღები" შეთანხმების პირობები. 
- ნეთანიაჰუს სურს ე.წ. ლიბიური მოდელის მიღწევა, როდესაც ქვეყანა სრულად ამბობს უარს ბირთვულ პროგრამებზე, როგორც სამოქალაქო დანიშნულების, ასევე სამხედრო. 
- ამასთანავე ნეთანიაჰუს სურს მიიღოს ტრამპის გარანტიები, რომ დიპლომატიის ჩავარდნის შემთხვევაში ამერიკული ადმინისტრაცია მზად იქნება ირანის ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად. 
 
        .png) 
         
         
         
        