ირანმა და აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ცეცხლი გაცვალეს
დაძაბულობა ჰორმუზის სრუტეში კიდევ ერთხელ გადაიზარდა შეირაღებული დაპირისპირების ეპიზოდში.
ვითარების არსი: არსებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების ავიაციამ დარტყმები მიიტანა ირანის ტერიტორიაზე, მათ შორის ჰორმუზის წყლებში მდებარე კემშის კუნძულზე, ხოლო ირანმა 3 ამერიკული სამხედრო გემისკენ რაკეტები და დრონები გაუშვა.
- ამასთანავე, ამერიკაში ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ მოქმედებს - თეირანმა ვაშინგტონი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
ჩაშლილად: "ეს მსუბუქი შეხება იყო"- ასე შეაფასა ეპიზოდი დონალდ ტრამპმა და განაცხადა, რომ ამერიკამ ირანის კუთვნილი "უამრავი" პატარა ნავი ჩაძირა - ამერიკელმა პრეზიდენტმა ირანის მმართველებს "შეშლილები" უწოდა და "დღევანდელზე უარესით" დაემუქრა, იმ შემთხვევაში "თუ სწრაფად" არ წავლენ შეთანხმებაზე.
- აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (СENTCOM) ცნობით, საჰაერო დარტყმები ირანის მხრიდან "არაპროვოცირებულ შეტევებზე" პასუხი იყო, ხოლო მათი გემებისკენ გაშვებული რაკეტები და დრონები ჰაერშივე ჩამოაგდეს.
დიდი სურათი: დაპირისპირება ქვეყნებს შორის შუამავლების მეშვეობით მიმდინარე ინტენსიური დიპლომატიური პროცესის ფონზე მიმდინარეობს - დასავლური წყაროების ცნობით, მხარეები განიხილავენ 1-გვერდიან მემორანდუმის პროექტს ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების 30-დღიანი პერიოდის გამოცხადების შესახებ.
- პარალელურად გასულ დღეებში ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ახალი ოპერაციის (Project Freedom) დაწყების შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ამერიკული გემები გაუძღვებოდნენ სავაჭრო გემებს და დაეხმარებოდნენ ჰორმუზის სრუტის გადაკვეთაში.
- ტრამპის ინიციატივას ირანმა ჰორმუზის სრუტეში მცურავი გემების მიმართ ცეცხლის გახსნითა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე სარაკეტო შეტევით უპასუხა.
კონტექსტი: ირანის პასუხიდან რამდენიმე საათში ტრამპმა ოპერაციის შეჩერების შესახებ გამოაცხადა და მიზეზად ირანთან წარმატებით მიმდინარე მოლაპარაკებები დაასახელა.