WaPo: აშშ-ს ახლო აღმოსავლეთიდან ატომური ავიამზიდი "ჯერალდ ფორდი" გაჰყავს
პენტაგონის გადაწყვეტილებით მომდევნო დღეებში ატომური ავიამზიდი "ჯერალდ ფორდი" ახლო აღმოსავლეთს დატოვებს და გეზს სამშობლოსკენ აიღებს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს.
- ავიამზიდის გამგზავრების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, "ჯერალდ ფორდს" ვირჯინიაში, ნორფოლკის პორტში მაისის შუა რიცხვებში ელოდებიან.
- აქ იგეგმება გემის რემონტი და ტექნიკური მომსახურება, გასული თვეების განმავლობაში გემზე იყო მცირე ხანძარი და შეინიშნებოდა ტექნიკური პრობლემები.
ჩაშლილად: ავიამზიდი ამ დროისთვის წითელი ზღვის წყლებში მოქმედებს.
- ჯერალდ ფორდი უკვე 309 დღეა საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება, რაც თანამედროვე სტანდარტით ავიამზიდების რეკორდია.
- ავიამზიდის მიმდინარე საბრძოლო მორიგეობა 2025 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც ნორფოლკიდან ხმელთაშუაზღვისკენ გაემართა. უკვე ოქტომბერში გემი კარიბის ზღვის აუზისკენ გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო ვენესუელის დიქტატორის ნიკოლას მადუროს გატაცებისა და დაპატიმრების ოპერაციაში.
კონტექსტი: კვლავ ახლო აღმოსავლეთში რჩება შეერთებული შტატების კიდევ 2 ატომური ავიამზიდი: "ჯორჯ ბუში" და "აბრაამ ლინკოლნი", რომელბიც ამ დროისთვის არაბეთის ზღვაში იმყოფებიან.
- მიუხედავად ამისა, გაზეთის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტების შეფასებით "ჯერალდ ფორდის" გაყვანა საბრძოლო მოქმედებების თეატრიდან საგრძნობლად შეამცირებს ამერიკის საცეცხლე სიმძლავრეს.
- ამერიკას სულ 11 ატომური ავიამზიდი ჰყავს.