რა უნდა ვიცოდეთ პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე და როგორ ჩაიარა წინა სამიტებმა

15 აგვისტოს ალასკას დედაქალაქი დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის პოტენციურად ისტორიულ შეხვედრას უმასპინძლებს - სავარაუდოა, რომ თუ მთლიანად არა, შეხვედრის დიდი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომს დაეთმობა.
Why It Matters: დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს წარსულშიც შეხვედრილან, თუმცა არასდროს ასეთი დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ამჯერად ფსონები განუზომლად მაღალია.
- შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის შემთხვევაში ვლადიმირ პუტინს მძიმე შედეგებთან მოუწევდა გამკლავება. გასულ დღეებში ტრამპმა მისთვის უჩვეულო სიფრთხილე გამოავლინა და განაცხადა, რომ დიდი გარღვევის შანსი არც ისე მაღალია.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი სამიტი უფრო მეტად სატესტო ხასიათისაა, რათა უკეთ გაიგოს რა სურს რუსეთის პრეზიდენტს და მზად არის თუ არა ის ომის დასასრულებლად.
State Of Play: ევროპელ და უკრაინელ ლიდერთან საუბარში ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მისი მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველჰყოფა და მომდევნო პერიოდში ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის შესახებ თანხმობის მიღება იქნება.
- პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ინიციატივის შესახებ ცნობილი მოსკოვში ამერიკელი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი.
- უიტკოფისა და პუტინის რიგით მეხუთე შეხვედრა დროში დაემთხვა ამერიკელი პრეზიდენტის მიერ კრემლისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვას. შეხვედრის შესახებ შეთანხმების ფონზე დონალდ ტრამპმა გადადო რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება.
- "პრეზიდენტი ფიქრობს, ის პირისპირ უნდა დაუჯდეს პუტინს, ჩახედოს მას თვალებში... ვფიქრობ შეხვედრის დაწყებიდან მალევე გვეცოდინება არის თუ არა წარმატების შანსი"- განაცხადა ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
- იმის შესახებ, რომ შეხვედრა სწორედ ალასკაზე გაიმართებოდა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ გასულ პარასკევს გამოაცხადა, თუმცა ამ დრომდე უცნობია სამიტის დაწყების საათი და ადგილი.
- СNN-ის წყაროების ცნობით, პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ელმენდროფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.
Behind The Scenes: ევროპელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ღელავენ, რომ შეხვედრაზე ტრამპი პუტინის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს დაჰყვება და შეთანხმების უზრუნველსაყოფად წნეხს უკრაინელი პრეზიდენტისკენ მიმართავს.
- დასავლური მედიის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების პარამეტრები იქნება, თუმცა ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ტერიტორიულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა უნდა მიიღონ.
- ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, უიტკოფთან გამართულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა მზაობა შეწყვიტოს ომი იმ შემთხვევაში თუ კი უკრაინა სრულად გაიყვანს ჯარებს დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქიდან.
- ამავდროულად პუტინი არ არის მზად დათმოს ზაპორიჟიისა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილები და ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მხოლოდ ფრონტის არსებულ ხაზებზე გაჩერებას სთავაზობს.
- თავის მხრივ უკრაინელი მაღალჩინოსნებმა გასულ თვეებში რამდენჯერმე უარყვეს დონბასიდან ჯარების გაყვანის შესაძლებლობა - ოფიციალურ კიევში ამბობენ, რომ ტერიტორიების საკითხზე მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კრემლი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. ტერიტორიების შესაძლო გაცვლაზე, როგორც პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ნაწილზე არაერთხელ ისაუბრა დონალდ ტრამპმაც.
Big Picture: პრეზიდენტების შეხვედრა დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ბოლო კვირებში გამძაფრებული რიტორიკული დაპირისპირების ფონზე დაიგეგმა. დონალდ ტრამპმა რამდენიმეჯერ გამოთქვა უკმაყოფილება და იმედგაცრუება პუტინის მოქმედებებით.
- "მჯერა, რომ მას (რედ. ვლადიმირ პუტინს) ომის დასრულება სურს, მაგრამ ეს რამდენჯერმე ვთქვი და ყოველთვის იმედგაცრუებული ვრჩებოდი"- განაცხადა ამერიკელმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრის წარმატების შანსი 25%-ის ფარგლებში მერყეობს.
The Other Side: დღეს, დილის საათებში რუსეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა, რომელსაც საგარეო საქმეთა გუნდის მაღალჩინოსნების გარდა ესწრებოდნენ ეკონომიკური და ძალოვანი ბლოკის წარმომადგენლებიც.
- ცნობილია ასევე რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაც, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ვლადიმირ პუტინი, სერგეი ლავროვი (საგარეო საქმეთა მინისტრი), იური უშაკოვი (მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში), ანდრეი ბელოუსოვი (თავდაცვის მინისტრი), ანტონ სილუანოვი (ფინანსთა მინისტრი) კირილ დმიტრიევი (რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში).
- უსაფრთხოების საბჭოს გამსხნელ სიტყვაში პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით "საკმაოდ გულწრფელად და აქტიურად მოქმედებს."
Сontext: ანკორიჯში დაგეგმილი სამიტი პუტინისა და ტრამპის რიგით მეშვიდე შეხვედრა იქნება, წინა ექვსივე შეხვედრა ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაემთხვა. მეორე ინაუგურაციის შემდეგ ტრამპსა და პუტინს შორის 6 სატელეფონო საუბარი გაიმართა - ეს პირველი ფიზიკური შეხვედრა იქნება.
- 07.07.2017, ჰაბურგი - ამ დღეს გერმანიის საპორტო ქალაქში დიდი ოცეულის სამიტზე ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. სამიტის მომენტში ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე თვე იყო გასული და ჯერ კიდევ აქტიურად განიხილებოდა რუსეთის ჩარევა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
შეხვედრაში რუს კოლეგასთან ერთად მონაწილეობდა შეერთებული სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონიც - მისი თქმით თითქმის, 3-საათიანი შეხვედრის განმავლობაში ტრამპმა ორჯერ ჰკითხა პუტინს მართალი იყო თუ არა შტატების სადაზვერვო უწყებების შეფასებები რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ორივეჯერ უარყო.
ორივე მხარემ შეხვედრას კონსტრუქციული და სასარგებლო უწოდა, განხილულ საკითხებს შორის იყო სირიის კონფლიქტი და ჩრდილოეთ კორეა - მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დიდი ოცეულის სამიტის დასკვნით სადილზე პუტინსა და ტრამპს შორის კიდევ ერთი პირადი საუბარი შედგა. - 10.11.2017, დანინგი - ამ დროს დონალდ ტრამპი აზიის ქვეყნებში ვიზიტების მარათონით იმყოფებოდა. ამერიკელი პრეზიდენტი მიანიშნებდა, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა ვიეტნამში გასამართ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) სამიტზე, ვიეტნამურ დანანგში შეხვედროდა.
მიუხედავად ამისა, მაშინ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გრაფიკში აცდენის გამო ვერ შედგა - ტრამპი და პუტინი ხელის ჩამორთმევითა და ღიმილით შემოიფარგლნენ. - წლის 16.07.2018, ჰელსინკი - დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ყველზე ცნობილი და სკანდალური შეხვედრა სწორედ ფინეთის საპრეზიდენტო სასახლის სარკეების ოთახში შედგა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა ამერიკული სადაზვერვო უწყებების საწინააღმდეგ ვლადიმირ პუტინის პოზიცია დაიჭირა, რომ რუსეთი არ ჩარეულა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. შეხვედრას ამერიკის უმაღლეს საკანონმდებლო და პოლიტიკურ წრეებში მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა, მათ შორის ტრამპის მოკავშირეებშიც.
წყაროების ცნობით, შეხვედრამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა და მისი დიდი ნაწილი პუტინი და ტრამპი ოთახში მარტო იყვნენ და საუბარს მხოლოდ თარჯიმანები ესწრებოდნენ.
მოგვიანებით, მწვავე შიდა კრიტიკის ფონზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე მისი სიტყვები არასწორად გაიგეს და რომ ის ეთანხმება ამერიკული სადაზვერვო უწყებების შეფასებებს რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით, ამასთანავე ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროცესში შესაძლოა სხვა ძალების ერეოდნენ.
ჰელსკინკის სამიტის დასრულებიდან მალევე დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა, ამას მოჰყვა NORD STREAM 2-ის გაზსადენის დასანქცირებაც. - 30.11. 2018, ბუენოს აირესი - დიდი ოცეულის სამიტზე ტრამპისა და პუტინის კიდევ ერთ შეხვედრას ხელი შიდა პოლიტიკურმა კონტექსტმა შეუშალა - ამ დროს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით მასშტაბურ გამოძიებას ატარებდა.
სამიტზე ტრამპი პუტინთან მცირე საუბრით შემოიფარგლა და დანარჩენი დროის განმავლობაში მისგან დისტანციის დაჭერას ცდილობდა. - 28.06.2019, ოსაკა - დონალდ ტრამპისა და პუტინის ბოლო შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტზე იაპონურ ოსაკაში გაიმართა. ბუენოს აირესისგან განსხავავებით ტრამპი პუტინის მიმართ უფრო მეგობრულ განწყობას ავლენდა და არც ხუმრობას ერიდებოდა.
ამ დროს ჯერ ახალ გამოქვეყნებული იყო, ე.წ. მიულერის დასვკნა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხებოდა - დასკვნით პრესკონფერენციაზე ტრამპმა იხუმრა, რომ პუტინს სთხოვა აღარ ჩარეულიყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.