რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 4 დიდი კორუფციული საქმე შოიგუს ფირმას უკავშირდება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოთხ მსხვილ კორუფციულ საქმეში ფირმა "ბამსტროიპუტის" სახელი ფიგურირებს. ეს კომპანია უწყებაში სერგეი შოიგუმ საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან გადაიყვანა.
ჩაშლილად: ცოტა ხნით ადრე, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის, პაველ პოპოვისთვის 22-წლიანი პატიმრობა მოითხოვა.
- პოპოვს პარკ "პატრიოტის" მშენებლობისთვის გამოყოფილი ფულის მიტაცება ედება ბრალად.
- ეს არის ერთი ოთხი ყველაზე მსხვილი კორუფციული საქმიდან, რომელიც 2024 წელს, სერგეი შოიგუს თავდაცვის სამინისტროდან წასვლის შემდეგ აღიძრა.
- გამოძიების ვერსიის თანახმად, პოპოვმა "ბამსტროიპუტის" გენერალური დირექტორისგან, იგორ ტუშკევიჩისგან ქრთამის სახით 45 მილიონი რუბლი (დაახლოებით $550 000) მიიღო.
სიღრმისეულად: "ბამსტროიპუტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ანტონ აბდურაჰმანოვმა, თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ მაღალჩინოსანს, რუსლან ცალიკოვს მისცა ქრთამი.
- გამოძიების მასალების მიხედვით, იმ დროს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ცალიკოვმა აბდურაჰმანოვისგან ქრთამის სახით მიიღო მანქანა Honda Gold Wing, რომლის ღირებულება 2.2 მილიონ რუბლს (დაახლოებით $30 000) შეადგენს.
- გარდა ამისა, ცალიკოვმა 2020 წელს შოიგუსთან ასიცირებული ფირმისგან აიღო 50 მილიონი რუბლი (დაახლოებით $700 000).
- შოიგუს გადადგომიდან ერთ დღეში დააკავეს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი განყოფილების ხელმძღვანელი იური კუზნეცოვი.
- კუზნეცოვს ქრთამის სახით 80 მილიონი რუბლის (1 მილიონი დოლარი) ღირებულების მიწა გადასცეს, რომელიც მაღალჩინოსანმა ცოლზე, იულია კუზნეცოვაზე გააფორმა. აღმოჩნდა, რომ კუზნეცოვა "ბამსტროიპუტის" თანამშრომელია.
- "ბამსტროიპუტი" ასევე ფიგურირებს თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ყოფილი მოადგილის, ტიმურ ივანოვის საქმეში.
წინარე ისტორია: "ბამსტროიპუტი" 1995 წელს დაარსდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში შოიგუს მოსვლის შემდეგ კომპანია უწყების ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორი გახდა.
- კომპანია შოიგუსთან ერთად გადავიდა თავდაცვის სამინისტროში.
- შოიგუს მინისტრობის პერიოდში "ბამსტროიპუტი" უწყებისგან უმსხვილეს კონტრაქტებს იღებდა.
- გადადგომის შემდეგ დაიჭირეს შოიგუს ყველა მოადგილე, რომელიც მას საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან თავდაცვაში გაჰყვა.
- ამ დროისთვის კომპანია "ბამსტროიპუტი" გაკოტრების პირას არის.